ნიკოლაი იუდენიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Н.Н. Юденич.jpg

ნიკოლაი იუდენიჩი (რუს. Никола́й Никола́евич Юде́нич დ. 1862 — გ. 1933) — რუსი სამხედრო მოღვაწე, გენერალი, თეთრი მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია. 1887 წლიდან იყო შტაბს-კაპიტანი. 1892 წლიდან იყო თურქესტანის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი ადიუტანტი და პოდპოლკოვნიკი. 1896 წლიდან გახდა პოლკოვნიკი. 1900 წლიდან იყო თურქესტანის პირველი მსროლელი ბრიგადის შტაბს-ოფიცერი. 1902 წლიდან მე-18 მსროლელი პოლკის მეთაური. 1907 წლიდან კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის გენერალ-კვარტერმეისტერი. 1912 წლიდან გენერალ-ლეიტენანტი და კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი. 1915 წლიდან ინფანტერიის გენერალი. 1916 წელს არზრუმისა და ტრაპიზონის წარმატებული ოპერაციების გამო დაჯილდოვდა გიორგის II ხარისხის ჯვრით. თებერვლის რევოლუციის შემდეგ უნდობლობა გამოუცხადა დროებით მთავრობას, გადადგა და დატოვა კავკასიის ფრონტი. 1918 წლის ბოლოდან იყო თეთრგვარდიელების ერთ-ერთი ლიდერი ჩრდილოეთ რუსეთსა და ბალტიისპირეთში. პეტროგრადზე განხორციელებული რამდენიმე უშედეგო ოპერაციის შემდეგ, 1920 წლის დასაწყისში, დატოვა ქვეყანა და წავიდა ემიგრაციაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: