ნერსესის სასწავლებელი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ნერსესის სასწავლებელი — სომხური სასულიერო სემინარია, დაარსდა 1824 წელს თბილისში სომხური ეკლესიის არქიეპისკოპოსის ნერსეს აშტარაკელის ინიციატივით. XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში საეკლესიო-სამრევლო სკოლების მასწავლებელთა კადრების ნაკლებობის გამო ამ სემინარიის ბოლო კლასს პედაგოგიური მიმართულება მიეცა და ნერსესის სასწავლებელი სასულიერო-საერო სასწავლებლად გადაიქცა. აქ სწავლობდნენ მწერალ-პედაგოგები ხაჩატურ აბოვიანი და ღაზაროს აღაიანი, პუბლიცისტ-პედაგოგი ს. ნაზარიანი, პოეტი ჰოვანეს თუმანიანი, პროზაიკოსი პერჭ პროშიანი, საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე ანასტას მიქოიანი და სხვები. სემინარიაში მუშაობდნენ პროგრესულად მოაზროვნე პედაგოგები. 1921 წელს სასწავლებელი დაიხურა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 394.