ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოება
აბრევიატურა

AGS

დაარსების თარიღი

1851 წელი

ადგილმდებარეობა

120 უოლ სთრიტი

პრეზიდენტი

ჯერომ ე. დობსონი

ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოება (ინგლ. American Geographical Society; შემოკლებით AGS) — პროფესიონალ გეოგრაფთა ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1851 წელს ნიუ-იორკში (აშშ). მოქმედი წევრების უმეტესობა ამერიკელია, თუმცა მათ შორის ყოველთვის არსებობდნენ წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საზოგადოება ამხნევებს მოღვაწეებს, რომლებიც მიისწრაფვიან გეოგრაფიული ცოდნის გაფართოებისაკენ, ასევე ახდენენ ცოდნის ინტერპრეტაციას, რამეთუ იგი გასაგები იყოს არა მხოლოდ გეოგრაფებისათვის, არამედ პოლიტიკოსებისთვისაც. ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოება წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების უძველეს საერთო საზოგადოებრივ გეოგრაფიულ ორგანიზაციას.[1] თავისი არსებობის მრავალწლიურ მანძილზე საზოგადოება განსაკუთრებით დაინტერესებული იყო სამ რეგიონში:

საზოგადოების მიზანია შესამჩნევად გამოიკვლიოს დაკისრებული მეცნიერული მოთხოვნა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოება დააფუძნა ნიუ-იორკის 31 მაცხოვრებელმა, რომლებიც პროფესიით იყვნენ მეცენატები, ისტორიკოსები, რედაქტორები. მათ შორის იყვნენ: ჯორჯ ფოლსომი, ჰენრი გრინელი, ჰენრი პური, ჰირამ ბარნი, ჰენრი პირპონი და სხვ.

ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების შენობა

საზოგადოება სრულყოფილად 1854 წლის 7 დეკემბერს შეიქმნა.[2]

მეორე მსოფლიო ომის დროს საზოგადოებამ დაეხმარა 40-ზე მეტ ამერიკის სამთავრობო სააგენტოს (ეთნოგრაფიული მონაცემების დახმარების საფუძველზე). დღეისათვის საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოებში ბევრია ბიზმენსმენი. ამერიკის გეოგრაფიულ საზოგადოებას გააჩნია კვლევითი შტატი, ამასთანავე საზოგადოებამ გამართა არაერთი საყურადღებო ექსპედიცია. მდიდარია სადოგადოების ბიბლიოთეკა. საყურადღებოა, რომ ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების გეოგრაფიული ლიტერატურა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია.

თავდაპირველად შტაბ-ბინა განთავსებული იყო ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, სადაც ამ ადგილამდე 1858 წლამდე დარჩა. შემდგომ 1858 წლის დეკემბრიდან კლინტონის დარბაზში განლაგებული ორი ოთახი საზოგადოების შემდეგი სახლი გახდა.[3] 1866 წელს საზოგადოება გადადის კუპერ იუნიონში, სადაც 10 წელი გაჩერდა.[4]

1911 წელს გადავიდა ბროდვეიზე 156-ე ქუჩაზე.[5]

ამჟამად ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოება განლაგებულია ბრუკლინში.

ბეჭდური გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოება აქვეყნებს რეცენზირებულ პერიოდულ სამეცნიერო გამოცემებს, რომელიც მიძღვნილია მხოლოდ გეოგრაფიისადმი. საზოგადოების ბეჭვდითი ორგანოა (ჟურნალი) „Geographical Review“, რომელიც ამუშავებს მიმდინარე გეოგრაფიის ყველა ასპექტის აქტუალურ და რეგიონულ პრობლემებს. საზოგადოება აქვეყნებს ასევე ორმოცგვერდიან ჟურნალს – „Focus“, რომელიც განკუთვნილია ფართო აუდიტორიისათვის. ფოკუსი შეიცავს თემატურ სექციებს, რუკებსა და სურათებს.

Op Ed იბეჭდება სტატიები, რომელიც მიძღვნილია მსოფლიო აქტუალური პრობლემებისადმი, კერძოდ მის ინტერესებში შედის გეოპოლიტიკა, სივრცითი ტექნოლოგია, წყლის რესურსების მართვა, კლიმტის გლობალური ცვლილება, გლობალიზაცია, ქალაქების ზრდა და მათი ცვლილება, და ასევე სოციალური საკითხები.

ექსპედიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეოგრაფიული ცოდნის უკეთ გასაგებად საზოგადოება ორგანიზაციას უმზადებს მრავალ ექსპედიციას სხვადასხვა ადგილებში. საზოგადოების ექსპედიციები დაყოფილია სამ კატეგორიად:

  • ექსპედიცია, რომელიც ეწყობა საკუთრივ სადოგადოების თანამშრობლების ხელმძღვანელობის მიერ
  • სხვადასხვა ექსპედიციები, რომელშიაც მონაწილეობა მიიღეს საკუთრივ ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების წევრებმა
  • ექსპედიცია საზოგადოების ეგიდით, ან სხვა რომელიმე დაწესებულების შესრულებით

1912 წელს საზოგადოებამ გამართა ტრანსკონტინენტური ექსპედიცია. ამ ექსპედიციის იდეა ეკუთვნის უილიამ მორის დეივისს. აღნიშნულმა ექსპედიციამ ხელი შეუწყო ევროპელი გეოგრაფების გაცნობას ამერიკელ გეოგრაფებთან.[6][7]

არქივი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მნიშვნელოვანია ასევე საზოგადოების არქივი. იგი მოიცავს მსხვილ გეოგრაფიულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას და ასევე რუკების ერთობლიობას.[8] არქივი შეიცავს საველე ჩანაწერებს, ორიგინალურ რუკებს, ესკიზებს, ფოტოსურათებს, ჟურნალებს, არტეფაქტებს, ჩანაწერებს, ტელეგრამებსა და ა.შ. საყურადღებოა საზოგადოების დიდი სამეცნიერო გეოგრაფიული კოლექცია ლათინური ამერიკისა და პოლარული რეგიონების შესახებ და შეიცავს დაახლოებით მილიონამდე ერთეულს, რომელთაგან ზოგიერთი XV საუკუნით თარიღდება.

1978 წელს ბიბლიოთეკის მდიდარი მასალა (რუკები, ატლასები და ა.შ.) გადატანილ იქნა ვისკონსინ-მილუოკის უნივერსიტეტში.[9]

მედლები და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების მედლები და ჯილდოებია:

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. American Geographical Society. encyclopedia.com. წაკითხვის თარიღი: 2010-06-14.
  2. Wright, John Kirtland 'The Years of Henry Grinnell', Geography in the Making: The American Geographical Society 1851-1951 (1952) pp. 14-70. — George Grady Press
  3. "Opening of the New Rooms of the Geographical and Statistical Society". The New York Times. 1859-02-11"
  4. "Transfer of the American Geographical Society to the Cooper Union". The New York Times. 1867-08-06.
  5. Audubon Terrace Museum Group. washington-heights.us. წაკითხვის თარიღი: 2010-06-09.
  6. The American Geographical Society of New York, Memorial volume of the Transcontinental Excursion of 1912 of the American Geographical Society of New York (1915) pp. 1-407. — The De Vinne Press
  7. "Eminent World Geographers Here to See Our Land". The New York Times. 1912-08-18.
  8. AGS History. amergeog.org. წაკითხვის თარიღი: 2010-06-14.
  9. About the AGS Library. UWM. წაკითხვის თარიღი: 2009-03-21.