Geographical Review

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Geographical Review
ენა ინგლისური
პუბლიკაციის დეტალები
გამომცემელი ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოება
ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
გამოცემის სიხშირე სამთვიური ჟურნალი
ISSN 0016-7428

Geographical Review (ინგლ. Geographical Review„გეოგრაფიული მიმოხილვა“) — ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების გეოგრაფიულ-სამეცნიერო მიმოხილვითი ჟურნალი. დღეისათვის მიმდინარეობს ჟურნალის სამთვიური პუბლიკაცია იანვარში, აპრილში, ივლისში და ოქტომბერში.

პერიოდულ გამოცემებში თემატიკა მიძღვნილია უკლებლივ გეოგრაფიისადმი და ეხება ამ დარგის — გეოგრაფიის ყველა ძირითად ასპექტს.[1]

ჟურნალს გააჩნია განყოფილება: „Geographical Record“ („გეოგრაფიული ჩანაწერი“), რომელიც განიხილავს მოკლე საკითხებს მიმდინარე აქტუალურ და რეგიონულ საკითხებში. თითოეული გამოცემა შეიცავს წიგნების, მონოგრაფიების, ატლასების მიმოხილვას გეოგრაფიიდან და მომიჯნავე დარგებიდან.

1852 წელს ამერიკის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ დაიწყო თავისი პირველი სამეცნიერო ბიულეტენის (ჟურნალის) გამოცემა.[2] აღნიშნული ბიულეტენი გამოიცემოდა 1915 წლამდე, მანამ იგი არ შეცვალა ახალმა ჟურნალმა „Geographical Review“-მა.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Geographical Review. wiley.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-04. ციტირების თარიღი: 2010-06-17.
  2. Geography in America Timeline. gwu.edu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-24. ციტირების თარიღი: 2010-06-17.
  3. Brooks, Arthur, Index to the Bulletin of the American Geographical Society: 1852-1915 (1918) New York: American Geographical Society.