ჩარლზ დეილის სახელობის მედალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩარლზ დეილის სახელობის მედალი

ქვეყანა აშშ
პირველად გადაეცა 1902
ბოლოს გადაეცა 1999

ჩარლზ დეილის სახელობის მედალი (ინგლ. Charles P. Daly Medal) — ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების ჯილდო, რომელიც ენიჭებათ გეოგრაფიულ მეცნიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის ან სამეცნიერო შრომისთვის. დაწესდა 1902 წელს.[1] თავდაპირველად მედალი შეიმუშავა ვიქტორ დევიდ ბრენერმა, თუმცა 1924 წელს მედალი ხელახლა გადამუშავდა ბრენდა პატმანის მიერ.

ჩარლზ პატრიკ დეილი 1864-1899 წწ. იყო ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი. 1902 წელს ჩარლზ დეილის ფულადი სახსრების ხარჯზე შეიქმნა მედალი, რომელსაც მისი სახელი ეწოდა.

სხვადასხვა დროს ჩარლზ დეილის მედლით დაჯილდოვდნენ: რობერტ პირი, ჯორჯ დევიდსონი, გროვ კარლ ჯილბერტი, რუალ ამუნდსენი, ალბრეხტ პენკი, უილიამ სკინერ კუპერი და სხვ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The AGS Awards Program. The American Geographical Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-28. ციტირების თარიღი: 2010-06-17.