ალიმარდან ბეი თოფჩუბაშოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ალიმარდან ბეგ თოფჩიბაშევი)
Jump to navigation Jump to search
ალიმარდან ბეი თოფჩუბაშოვი
ალიმარდან ბეი თოფჩუბაშოვი
თოფჩუბაშოვი 1909 წელს
აზერბაიჯანის გერბი აზერბაიჯანის დრ-ის პარლამენტის თავმჯდომარე აზერბაიჯანის დროშა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 დეკემბერი, 1918 – 28 აპრილი, 1920
წინამორბედიმამედ ემინ რასულზადე
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

აზერბაიჯანის გერბი აზერბაიჯანის დრ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის დროშა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 ოქტომბერი, 1918 – 7 დეკემბერი, 1918
წინამორბედიმამედჰასან ჰაჯინსკი
მემკვიდრეფათალი ხან ხოისკი

დაბადებული4 მაისი, 1863
თბილისი, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი8 ნოემბერი, 1934 (71 წლის)
სენ-კლუ, პარიზი, საფრანგეთი
მოქალაქეობა{{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანის დრ
ეროვნებააზერბაიჯანელი
მეუღლეფარიხანუმ თოფჩუბაშოვი
შვილებიალაკბერ ბეი თოფჩუბაშოვი
ანვარ ბეი თოფჩუბაშოვი
სარახანუმ სულთანოღლუ
Sevər xanım თოფჩუბაშოვა
რაშიდ ბეი თოფჩუბაშოვი
განათლებასანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1884)[1]
ხელმოწერაTopchibashev Russian Signature.jpg

ალიმარდან ბეი ალაკბერის ძე თოფჩუბაშოვი (აზერ. Əlimərdan bəy Ələkbər oğlu Topçubaşov; დ. 4 მაისი, 1863, თბილისი, რუსეთის იმპერია — გ. 8 ნოემბერი, 1934, სენ-კლუ, პარიზი, საფრანგეთი) — გამოჩენილი აზერბაიჯანელი პოლიტიკური ფიგურა, დიპლომატი და იურისტი. მეფის რუსეთის დროს, პირველი დუმის წევრი (1905), ბაქოს მაჰმადიანი ეროვნული საბჭოს დროებითი აღმასრულებელი კომიტეტის წევრი (1917), აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე (1918-1920), მანამდე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი (1918).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალიმარდან ბეი თოფჩუბაშოვი დაიბადა 1863 წელს თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. დედამისი, წარმოშობით აზერბაიჯანის ყაზახის რაიონის სოფელ იუხარი-სალაჰლიდანაა. საშუალო განათლება თბილისის პირველ გიმნაზიაში მიიღო, რომელიც 1884 წელს წარმატებით დაამთავრა, ამის შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. თუმცა, პირველი სემესტრის შემდეგ, იურიდიული ფაკულტეტზე გადავიდა, რომელიც 1888 წელს წარმატებით დაამთავრა და მიიღო სამართლის მეცნიერების კანდიდატის სახელი. შემდგომში, პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ა.თოფჩუბაშოვის სამოქალაქო სამართლის კათედრაში დატოვებისა და პროფესორის თანამდებობისთვის მომზადებასთან დაკავშირებით. თუმცა, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ კი ალიმარდან ბეი თოფჩუბაშოვი მიიღებდა მართლმადიდებლობას. ალიმარდან ბეი თოფჩუბაშოვმა უარი თქვა მართლმადიდებლობის მიღებაზე, ხოლო მეფის რუსეთის დროინდელი კანონი უნივერსიტეტის შესახებ არ აძლევდა ა.თოფჩუბაშოვს დაეკავებინა შესაბამისი თანამდებობა, რადგან ის არ იყო მართლმადიდებელი.[2]

შემდგომში, ა.თოფჩუბაშოვი უკან დაბრუნდა თბილისში და მუშაობდა თბილისის გეოდეზიის სკოლაში, სამართლის მიმართულების მასწავლებლად.

გარდაიცვალა 1934 წლის 8 ნოემბერს, პარიზში. დაკრძალულია ქალაქ სენ-კლუს სასაფლაოზე.[3]

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თოფჩუბაშოვი, 1896 წელს ბაქოში ჩამოსვლის შემდეგ, ადვოკატად მუშაობდა და წარმატებულად მოიგო მთელი რიგი რთული სასამართლო პროცესი. ამ მიღწევების შედეგად, მან დაიმსახურა პატიოსანი კაცის სტატუსი ქალაქის მოსახლეობაში და ჰქონდა დიდი გავლენა. 1897 წლიდან 1917 წლის ბოლომდე, იყო გაზეთ კასპი ერთ-ერთი დამფუძნებელი და რედაქტორი. ამ წლების განმავლობაში მის მიერ ასობით სტატია გამოქვეყნდა. ამ სტატიებში თოფჩუბაშოვმა არაერთხელ დაწერა აზერბაიჯანელი პოეტების, მწერლების, დრამატურგების, გამოჩენილი ინტელიგენტების და პირების შესახებ, რუსეთის იმპერიაში მცხოვრები მუსლიმების მდგომარეობიზე და პუბლიცისტურად აკრიტიკებდა ცარიზმის დისკრიმინაციულ პოლიტიკას.

თოფჩუბაშოვი, თავისი ჟურნალისტური კარიერის დასაწყისიდან, ბაქოს პოლიტიკური და სოციალური ბრძოლის სცენაზეც შევიდა და სიცოცხლის ბოლომდე ამ ბრძოლის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 1905-1907 წლებში, რუსული რევოლუციის დროს, ბევრი აზერბაიჯანელი ინტელიგენტი და მათ შორის თოფჩუბაშოვი, შეუერთდა ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას. აღნიშნულ დროს მან არაერთი პეტიცია დაწერა ცარიზმის მთავრობას მშრომელთა ინტერესების დაცვის თემაზე, გამართა სხდომები, კრებები, მონაწილეობდა მიტინგებში, იყო ბაქოს დუმის წევრი, შემდგომში კი გახდა მისი თავმჯდომარე. იღებდა მონაწილეობას რუსეთის მუსლიმთა ერთიანი კავშირის „იტიფაგი-ალ-მუსლიმინ“-ის დაფუძნებაში და მის საქმიანობაში, შეადგინა მისი პროგრამული დოკუმენტები, ასევე ნიჟნი-ნოვგოროდსა და პეტერბურგში ჩატარებულ I-IV კონგრესს შეიძლება ითქვას თავმჯდომარეობდა, „იტიფაგი-ალ-მუსლიმინ“-ის კონგრესის მიერ არჩეულიყო ცკ-ის მუდმივი ბიუროს წევრად.

1905 წლის სექტემბერში, მეფის მთავრობამ, ბაქოს პროლეტარიატის მხრიდან რევოლუციური ბრძოლის თავის არიდების მიზნით, ნავთობის სექტორში მომუშავე მუშაბთან და მუშათა წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეკრებაზე წარმომადგენლების გაგზავნის მიზნით, არჩევნები ჩატარდა. შეხვედრისთვის არჩეულ წარმომადგენლებს შორის თოფჩუბაშოვიც იყო. შეხვედრა სანქტ-პეტერბურგში, 30 სექტემბერს გაიხსნა და თოფჩუბაშოვმა შეხვედრაზე მოახსენა ბქოელი მუშების უმძიმესი მდგომარეობის შესახებ და დაიცვა მათი ინტერესები. მეფის რუსეთს, რომელიც შიშობდა რუსეთში მშრომელთა გააქტიურებისა და რევოლუციის, 1905 წლის დეკემბერში, სახელმწიფო დუმის არჩევნებთან დაკავშირებით, არჩევნების ჩატარების შესახებ კანონი მიიღო. 1906 წლის მარტსა და აპრილში, ბაქოსა და ელიზავეტპოლის გუბერნიაში, პირველად სახელმწიფო დუმის არჩევნები ჩატარდა.

აზერბაიჯანიდან პირველ სახელმწიფო დუმაში ისმაილ ხან ზიადხანოვი, მ. ალიევი, ა. ხასმამედოვი, ა.თოფჩუბაშოვი და სხვები აირჩიეს. პირველი სახელმწიფო დუმა, 1906 წლის 27 აპრილიდან 8 ივლისამდე, სანქტ-პეტერბურგში მოქმედებდა. ა. თოფჩუბაშოვი მონაწილეობდა სხვადასხვა საკითხზე გამართულ დისკუსიებში, დაგმო მთავრობის აგრარული და განსახლების პოლიტიკა და მხარე დაუჭირა რუსეთში უმცირესობების დამოუკიდებლობის მოთხოვნას, ძირითადად მუსლიმებს. სახელმწიფო დუმაში, რუსეთის წარმომადგენელ მუსლიმ დეპუტატებთან ერთად, თოფჩუბაშოვმა თავისი თავმჯდომარეობით, დააფუძნა მუსლიმური ფრაქცია. მეფის მთავრობამ, რევოლუციური აზრის მქონე და მისი საქმიანობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი დუმა, 72 დღის შემდეგ დაშალა. 1906 წლის 9-10 ივლისს, ვიბორგში გამართულ შეხვედრაზე, დაახლოებით 200 დეპუტატმა შეხვედრა გამართა, გამოითქვა პროტესტი დუმის გაუქმებისასთან დაკავშირებით და მიიღეს ვიბორგის მიმართვა. ამ მიმართვას ხელი ასევე თოფჩუბაშოვმაც მოაწერა. თოფჩუბაშოვის პოლიტიკური და სოციალური აქტივობები კიდევ უფრო 1917 წლის თებერვლის რევოლუციის და ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ გაფართოვდა და ის შეუერთდა აზერბაიჯანის სახელმწიფო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას.

2013 წელს გამოშვებული, თოფჩუბაშოვის გამოსახულებიანი აზერბაიჯანის საფოსტო მარკა.

1917 წლის 5 მარტს, ბაქოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო და მისი აღმასრულებელი კომიტეტი შეიქმნა. მამედჰასან ჰაჯინსკისთან, ი. ფროლოვთან, ი. ჰეიდაროვთან და სხვებთან ერთად, თოფჩუბაშოვიც კომიტეტის შემადგენლობაში შევიდა. ივლისის თვეში, კომიტეტის ახალი 33 წევრიანი კომიტეტი შეიქმნა. თოფჩუბაშოვი ახალი კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1917 წლის 29 მარტს, ბაქოში მუსლიმთა ეროვნული საბჭოს დროებითი აღმასრულებელი კომიტეტი შეიქმნა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ მამედ ემინ რასულზადე, მამედჰასან ჰაჯინსკი, თოფჩუბაშოვი და სხვები. ამ ორგანიზაციის ლიდერების დიდი შრომისა და საქმიანობის შედეგად, 1917 წლის 15-20 აპრილს, ბაქოში საერთოკავკასიური მუსლიმთა ყრილობა მოიწვიეს. კონგრესს თოფჩუბაშოვი თავმჯდომარეობდა. ის, თავის პირველ გამოსვლაში გმობდა მეფის მთავრობის პოლიტიკას ხალხებთან მიმართებაში და გამოსვლაში აღნიშნა, რომ მეფის მთავრობის პოლიტიკა მიმართულია რუსეთის იმპერიაში მცხოვრები ეროვნებით არარუსი ხალხების გახლეჩაზე, რისი მაგალითიცაა სომხებისა და მუსლიმების ურთიერთობა. 1917 წლის 12-15 აგვისტოს, მოსკოვში სახელმწიფო საბჭო მოიწვიეს. დროებითი მთავრობის მიერ მოწვეულ საბჭოზე, იმპერიის სხვადასხვა მიწებიდან ჩამოსულ 34 მუსლიმ დელეგატს შორის იყო აზერბაიჯანის წარმომადგენელი თოფჩუბაშოვიც.

13 აგვისტოს მოსკოვში მუსლიმ წარმომადგენელთა სხდომა გაიმართა. აღნიშნულ სხდომაზე შეიქმნა კომისია, რომელსაც უნდა მოემზადებინა წარმომადგენელთა გამოსვლები. კომისიამ, თოფჩუბაშოვს მოსმენის მომზადება და სიტყვით გამოსვლა დააბარა. შემდგომში, თოფჩუბაშოვმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ რუსეთში მცხოვრები მუსლიმები მიესალმებიან იმპერიის დამხობას და მხარს უჭერენ სოციალურ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რევოლუციურ მიღწევებს, კერძოდ თავისუფლებას, თანასწორობასა და ძმობას, რომელიც ყველგან, დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე დაიწყო. 1917 წლის 5-6 სექტემბერს და 12 სექტემბერს, ბაქოს მუსლიმურ საზოგადოების ორგანიზაციის კომიტეტის მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომაზე თოფჩუბაშოვი კომიტეტის თავმჯდომარე აირჩიეს, თავმჯდომარის მოადგილეები მამედ ემინ რასულზადე და ფათალი ხან ხოისკი იყვნენ. ოქტომბერ-ნოემბერში თოფჩუბაშოვმა, ზოგადი საარჩევნო სამართლის საფუძველზე მონაწილეობა მიიღო ქალაქის დუმის არჩევნებში და არჩეულ იქნა დუმის წევრად.

თოფჩუბაშოვი, 1918 წლის 30 მარტიდან 1 აპრილამდე იყო ერთ-ერთი იმ პირთაგან, რომელიც იცავდა ბაქოს მოსახლეობას ბოლშევიკისა და დაშნაკების მიერ მასობრივი დახოცვის დროს და ცდილობდა ამის შეფერხებას. 1 აპრილს, ა. ჯაფარიძის თავმჯდომარეობით „მშვიდობის კონფერენციის“ ერთ-ერთი მონაწილე ოყო, რომელმაც მიიღო რევოლუციის დაცვის კომიტეტის მოთხოვნები.

ალიმარდან ბეი თოფჩუბაშოვი ეცნობა დღიურ გაზეთს. (პარიზი, 1920)

თოფჩუბაშოვმა სიხარულით შეხვდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებას. ფათალი ხან ხოისკი მიერ 1918 წლის ივნისის თვეში წარმართულ სხდომაზე, დაინიშნა უპორტფელო მინისტრის თანამდებობაზე მე-2 კაბინეტში, ოქტომბერში კი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე. ადრ-ის დაფუძნების დღიდან, როგორც იურისტი და მეცნიერი მთელი ძალით მუშაობდა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებასთან და მსოფლიოში რესპუბლიკის ცნობასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანის მთავრობამ, ოსმალეთის იმპერიასთან და მის მეშვეობით ევროპულ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მიზნით, თოფჩუბაშოვი სტამბოლში გაგზავნა, როგორც საგანგებო სრულუფლებიანი მინისტრი. ფათალი ხან ხოისკის მიერ იმ დროსისთვის სტამბოლში მყოფი აზერბაიჯანის წარმომადგენლობის თავმჯდომარისთვის, მამედ ემინ რასულზადესთვის გაგზავნილ ტელეგრამაში აღნიშნულია: „მთავრობის 1918 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აზერბაიჯანის მთავრობის წევრი ალიმარდან ბეი თოფჩუბაშოვი ოსმალეთის იმპერიაში გაიგზავნა, როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინტერესების გამტარებელი საგანგებო სრულუფლებიანი მინისტრი“.

1918 წლის 23 აგვისტოს, განჯიდან წამოსულმა თოფჩუბაშოვმა ბათუმის მარშრუტით მოძრაობდა. ბევრი სირთულის შემდეგ, სექტემბრის ბოლოს სტამბოლში ჩავიდა. თურქეთში ჩამოსვლიდამ მოკლე დროში, ანუ 1918 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში, თოფჩუბაშოვმა ოსმალეთის სულთანს, რამდენიმე მინისტრსა და დიპლომატს შეხვდა, გააცნო მათ აზერბაიჯანის პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება და ისაუბრა სხვადასხვა საკითხებზე. საპროტესტო ნოტა შეიტანა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუდროსის ხელშეკრულების თაობაზე, კერძოდ აზერბაიჯანთან მიმართულ ნაწილთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება „ხელს უწყობს აზერბაიჯანის ოკუპაციას და ამით ქვეყნის რისკის ქვეშ აყენებს... აზერბაიჯანის რესპუბლიკის რკინიგზის მხრიდან, უცხო ქვეყნებთან მიმართებაში კომპრომისი არ ექცევა საერთაშორისო სამართლის ჩარჩოში“.

მოღვაწეობა აზერბაიჯანის პარლამენტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 7 დეკემბერს, აზერბაიჯანის პარლამენტმა ქვეყანაში არსებულ რთულ პოლიტიკურ პირობებში დაიწყო მუშაობა. ეროვნული საბჭოსა და მუსავათის პარტიის თავმჯდომარემ, პარლამენტი მამედ ემინ რასულზადემ გახსნა, პარლამენტის წევრებს მიულოცა და მოუწოდა, რომ ისინი ხალხის ინტერესებსა და მათი კეთილდღეობის დაცვას ემსახურონ. ამავდროულად, რასულზადემ შესთავაზა პარლამენტის თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის არჩევა. მიუხედავად სტამბოლში ყოფნისა, თოფჩუბაშოვი, რომელიც აზერბაიჯანში კარგად იყო ცნობილი და მთელ კავკასიაში გააჩნდა ავტორიტეტი, ერთხმად აირჩიეს აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ. როგორც ისტორიკოსი კაზიმზადე წერს, „თოფჩუბაშოვი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს, ძალიან განათლებული იურისტი იყო, მისი შეხვედრები გამოირჩეოდა ტოლერანტობით“. 28 დეკემბერს, პარლამენტმა ის დელეგაცია აირჩია, რომელიც პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში გაიგზავნებოდა. მის შემადგენლობაში შევიდნენ: თოფჩუბაშოვი (თავმჯდომარე), მამადჰასან ჰაჯინსი (თავმჯდომარის მოადგილე), შეიხულისლამოვი, აჰმედ ბეი აღაევი, მ. მაჰარამოვი, ჯ. ჰაჯიბეილი და მ. მეჰდიევი. აზერბაიჯანის დელეგაცია, რომელიც 1919 წლის 20 იანვარს პარიზის სამშვიდობო კონფერენციას დაესწრებოდა, სტამბოლში ჩავიდა. მაგრამ, საფრანგეთის მთავრობამ პარიზში ჩასვლისთვის მათ ვიზა არ გასცა. ამავე დროს თოფჩუბაშოვმა გამართა შეხვედრები თურქეთის, ირანის, რუსეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის წარმომადგენლებთან, მოუყვა მათ აზერბაიჯანში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, სთხოვა მათ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით დახმარების გაწევა. პარიზში არა მხოლოდ აზერბაიჯანის წარმომადგენლები, არამედ დონის, ყუბანის, მთიელთა კავშირის, უკრაინისა და საქართველოს წარმომადგენლების ერთი ნაწილი არ შეუშვეს, რომლებიც ასევე სტამბოლში იმყოფებოდნენ. ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა, საფრანგეთის ვიზების მისაღებად ერთობლივი ბრძოლა დაიწყეს. მემორანდუმი თოფჩუბაშოვის მიერ მომზადდა და წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს, რომელიც წარადგინეს დიდი ბრიტანეთის უმაღლესს კომისარს, ადმირალ ვებს. დაძაბული სამთვიანი ბრძოლის შემდეგ, 1919 წლის 22 აპრილს, აზერბაიჯანულმა დელეგაციამ თოფჩუბაშოვის ხელმძღვანელობით, პარიზში გაემგზავრა. აზერბაიჯანის წარმომადგენლები, რომლებიც მაისის დასაწყისში პარიზში ჩავიდნენ, პოლონეთის, საქართველოს, ირანის, აშშ-ის, ინგლისისა და სხვა ქვეყნის დელეგაციებს შეხვდა და გამართეს მოლაპარაკებები პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე. ამ ერთი თვის განმავლობაში, თოფჩუბაშოვის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანის წარმომადგენლების ერთი-ერთი წარმატება იყო იმ დროისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურასთან, აშშ-ის პრეზიდენტთან, ვუდრო უილსონთან შეხვედრა.

მოღვაწეობა აზერბაიჯანის გარეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919 წლის 28 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა უილსონმა მიიღო აზერბაიჯანის წარმომადგენლები თოფჩუბაშოვის ხელმძღვანელობით. თოფჩუბაშოვმა აშშ-ის პრეზიდენტს მოუყვა აზერბაიჯანის, მათ შორის კავკასიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე, მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია აზერბაიჯანელების შესახებ, ასევე გააცნო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე წარსადგენი სამი მემორანდუმი. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე სასურველს ვერ მიაღწიეს, უილსონმა დაარწმუნა ისინი, რომ „... ამიერიდან აზერბაიჯანის ხალხი დიდი ამერიკული სახელმწიფოსგან მიიღებს დახმარებას და მხარდაჭერას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის“. თოფჩუბაშოვის უშუალო მონაწილეობით მომზადებული „კავკასიის აზერბაიჯანული რესპუბლიკის წარმომადგენლების პარიზის სამშვიდობო მემორანდუმი“ წარედგინა სამშვიდობო კონფერენციის მდივანს. დოკუმენტი 14 ნაწილისაგან შედგებოდა. დოკუმენტში, კონფერენციის წარმომადგენლებს აზერბაიჯანში ისტორიულ, ეთნოგრაფიულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე ვრცელი და დეტალური ინფორმაცია მიეწოდა. აზერბაიჯანულმა დელეგაციამ, თოფჩუბაშოვის ხელმძღვანელობით, დღითი-დღით აფართოვებდა თავის საქმიანობას. 1919 წლის 13 ივნისს, 7 ივლისს და 8 ოქტომბერს საქართველოს, ლატვიის, ესტონეთის, ჩრდილოეთ კავკასიის, ბელორუსიისა და უკრაინის წარმომადგენლებთან ერთად, პარიზის მშვიდობის კონფერენციის თავმდჯომარეს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.

1920 წლის 15 იანვარს, აზერბაიჯანელი წარმომადგენლებიდან თოფჩუბაშოვი და მაჰარამოვი, საქართველოს წარმომადგელებიდან ი. წერეთელი და ზურაბ ავალიშვილი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს. მინისტრის პირველმა მდივანმა, ჟიულ კამბონმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი დე-ფაქტო უმაღლესი საბჭოს წევრებისა და მოკავშირე სახელმწიფოების მიერ, 11 იანვარს აღიარეს და თოფჩუბაშოვს პარიზის სამშვიდობო კონფერენციის ოფიციალური დოკუმენტი მისცა. თოფჩუბაშოვმა მოკლედ გააცნო აზერბაიჯანის პოლიტიკური სიტუაცია და მადლობა გადაუხადა აღიარებისთვის. ამავდროულად, მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა დიდი სახელმწიფოებისგან, როგორც დახმარების გაწევას, ასევე დამოუკიდებლობის დე-იურე აღიარებას ელოდება. აზერბაიჯანის რესპუბლიკის აღიარება მსოფლიოს დიდი სახელმწიფოების მიერ იყო თოფჩუბაშოვის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის წარმომადგენლების წარმატებული დიპლომატიური საქმიანობის შედეგი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნასიბ იუსიფბეილიმ განაცხადა: „პოლიტიკასავით მოქნილი და მოკრძალებული არაფერი არსებობს... იწყება ეპოქა, როდესაც ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებელი არსებობის იმედები გაძლიერდება. ჩვენ არასდროს არ დავკარგავთ იმედს... ასე რომ, ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ხალხი დამოუკიდებლად იცხოვრებს და ნებისმიერ შემთხვევაში დამოუკიდებლობას მივიღებდით, ჩვენ ამის გვჯეროდა... ასეთი ძვირფასი ბედნიერების პირისპირ ჩვენ უკან არასდროს დაგვიხევია და არც დავიხევით იმიტომ, რომ ამაზე დიდი ბედნიენრება არ არსებობს“.

ბოლო წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრ-ის რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დიდი ფიგურა, თოფჩუბაშოვი 1920-1934 წლებში პარიზში ცხოვრობდა, განაგრძო თავისი სოციალურ-პოლიტიკური საქმიანობა და დაწერა სტატიები აზერბაიჯანის ისტორიის, გეოგრაფიის, ლიტერატურის, ადრ-ის დაფუძნების, ლიტერატურული ფიგურების შესახებ, ფრანგულ წიგნებში, გაზეთებში და ჟურნალებში. პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი გამოჩენილმა მოღვაწემ თოფჩუბაშოვმა, საფრანგეთის ოფიციალური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა და ეროვნულ ძალებს აზერბაიჯანის ოკუპაციის საწინააღმდეგო ბრძოლაში დახმარება სთხოვა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილა. იგი მონაწილეობდა 1920 წლის 5 ივლისიდან 16 ივლისამდე ბელგიაში, სპაში, 1921 წლის 21 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით, დიდ ბრიტანეთში, 1921 წლის აპრილ-მაისში იტალიაში, გენუაში ჩატარებულ კონფერენციებში.

თოფჩუბაშოვი 1934 წლის 5 ნოემბერს, პარიზის სენ-დენის რაიონში გარდაიცვალა და დაკრძალულია წმიდა კლოდის სასაფლაოზე.

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალიმარდან ბეი თოფჩუბაშოვის შესახებ გადაღებულია ფილმი „უცხო საფლავები“.[4]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯამილ ჰასანლი ისტორიული პიროვნების ისტორია: ალიმარდან ბეი თოფჩუბაშოვი. — ბაქო: გამომცემლობა „ადა“, 2013. — გვ. 4 . — ISBN 2000335297968
  • მუსა გასიმილი, ელმირა ჰუსეინოვა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები. — ბაქო: 2003. — გვ. 4 .

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. anl.az
  2. Görkəmli azərbaycanlılar
  3. Ramiz Abutalıbovun kolleksiyasından. Topçubaşovlara məxsus Paris ətrafı Sen Klu şəhərindəki qəbirlərin şəkilləri.. ourbaku.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-11-20.
  4. “Qərib məzarlar”: Əlimərdan bəy Topçubaşov haqqında film çəkilir //Mədəniyyət.- 2015.- 21 avqust.- S.7.