ფერი თოფჩუბაშოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფერი თოფჩუბაშოვა
მშობლიური სახელი Pəri xanım Topçubaşova
დაბადების თარიღი 1873
რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1947
პარიზი, საფრანგეთი
ეროვნება აზერბაიჯანელი
მეუღლე(ები) ალიმარდან ბეი თოფჩუბაშოვი
შვილ(ებ)ი ალაკბერ ბეი თოფჩუბაშოვი
ანვარ ბეი თოფჩუბაშოვი
სარახანუმ სულთანოღლუ
სევერ ხანუმ თოფჩუბაშოვა
რაშიდ ბეი თოფჩუბაშოვი
მშობლები მამა: ჰასან ბეი ზარდაბი
დედა: ჰანიფა მალიქოვა

ფერი თოფჩუბაშოვა (აზერ. Pəri xanım Topçubaşova; დ. 1873, რუსეთის იმპერია - გ. 1947, საფრანგეთი, პარიზი) — აზერბაიჯანის პირველი ლედი, აზერბაიჯანელი პოლიტიკოსის ალიმარდან ბეი თოფჩუბაშოვის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარიხანუმ თოფჩუბაშოვას მამა ჰასან ბეი ზარდაბი ბაქოში ორი წელი უმუშევარი იყო. ის 1880 წელს ოჯახთან ერთად ზარდაბში გადავიდა საცხოვრებლად. ამ დროს მისი უფროსი ქალიშვილი ფერი 7 წლის იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ფინანსური მდგომარეობა მძიმე იყო, ჰასან ბეის სურდა, რომ მის ქალიშვილს განათლება მიეღო. ვინაიდან აზერბაიჯანში გოგონათა სკოლა იმ დროისთვის არ იყო, ჰასანს თავისი ქალიშვილი ტიფლისში მიჰყავს. ფერიხანუმი გოგონათა რუსულ გიმნაზიაში იწყებს სწავლას, სადაც დედამისი ჰანიფა მალიქოვაც სწავლობდა[1].

ფერი თოფჩუბაშოვა თავის მშობლებთან ჰასან ბეი ზარდაბისთან და ჰანიფა მალიქოვასთან ერთად

ჰასან ბეი, რომელსაც კავშირი ჰქონდა ტიფლისურ პრესასთან და ინტელიგენციასთან, ხშირად მოდიოდა გიმნაზიაში. იფი დაინტერესებული იყო ქალიშვილის სწავლით. მცირე ხანში ფერიმ თავისი განათლებითა და მაღალი მანერებით მოიპოვა მასწავლებლების პატივისცემა. ამრიგად, ფარიხანუმი გახდა პირველი აზერბაიჯანელი გოგონა, რომელიც სწავლობდა ტიფლისის გოგონათა რუსულ გიმნაზიაში[1].

ფერიხანუმმა ალიმარდან ბეის ყურადღება აღმოსავლელ ქალთათვის დამახასიათებელი სილამაზით, სიწმინდითა და უბრალოებით, განათლებისა და ინოვაციებისადმი ინტერესით, ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლისას მიიპყრო. მათ შორის იქმნება გულწრფელი მეგობრობა, რომელიც მოგვიანებით გადაიქცა სიყვარულსა და ერთგულ ცხოვრებისეულ თანამეგობრობაში[1][2].

ალიმარდან ბეი ჰასან ბეისა და ჰანიფა ხანუმის თანხმობის შემდეგ დაქორწინდა ფერიზე.

1893 წლის 31 დეკემბერს ტიფლისში ალიმარდან ბეი თოფჩუბაშოვმა ფერიხანუმი ცოლად შეირთო. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონის მამა, ჰასან ბეი ზარდაბი, ძალიან პროგრესულად მოაზროვნე ინტელექტუალი იყო, მან თოფჩუბაშოვს 10 000 მანეთი მოსთხოვა თავის ქალიშვილში[3]. ვინაიდან თოფჩუბაშოვს ამდენი ფული არ ჰქონდა, მან და ფერიმ გადაწყვიტეს, რომ არ მოეწყოთ საქორწილო ცერემონია და დაზოგილი თანხა ჰასან ბეისთვის გადაეცათ[3]. თავის ერთ-ერთ წერილში ფერი თოფჩუბაშოვა დედამისს ჰანიფა მალიქოვას წერდა, რომ 31 დეკემბერს ის დაქორწინდა და გადავიდა ალიმარდან ბეის სახლში[1].

ფერიმ სწავლა ქმრისა და მშობლების მხარდაჭერით გააგრძელა გიმნაზიის დამთავრების შემდეგაც. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. მუშაობდა სასამართლოში თანაშემწედ, რაიონული სასამართლოს მდივნად, ადვოკატად და სხვა თანამდებობებზე ტიფლისსა და ბაქოში[2].

ფერი თოფჩუბაშოვას 5 შვილი ჰყავდა. მათგან ოთხი - ალაკბერ ბეი და ანვარ ბეი თოფჩუბაშოვი, ქალიშვილები სარა ხანუმ სულთანოღლუ, სევერ ხანუმ თოფჩუბაშოვა დედასთან ერთად მონაწილეობდნენ ალიმარდან ბეი თოფჩუბაშოვის დაკრძალვის ცერემონიაში. ქალბატონი ფერი ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში და იქ გარდაიცვალა 1947 წელს. დაკრძალეს პარიზის მახლობლად მდებარე სენ-კლუს სასაფლაოზე, მისი ერთგული მეუღლის ალიმარდან ბეი თოფჩუბაშოვის გვერდით[1][3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Vəkil Pərican xanım Topçubaşova. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-11. ციტირების თარიღი: 2023-03-03.
  2. 2.0 2.1 MÜBARİZƏLƏRDƏ KEÇƏN ÖMÜR.
  3. 3.0 3.1 3.2 Ömürdən uzun mühacirət: Əlimərdan bəy Topçubaşov - BBC.