კომენსკის უნივერსიტეტი
| კომენსკის უნივერსიტეტი | |
|---|---|
| სლოვაკ. Univerzita Komenského v Bratislave | |
| ლათ. Universitas Comeniana Bratislavensis | |
|
| |
| დაფუძნდა | 1919 |
| ატარებს სახელს | იან კომენსკი |
| დამფუძნებელი (-ები) | სამუელ ზოხი |
| ტიპი | სახალხო |
| რექტორი | მარეკ შტევჩეკი |
| სტუდენტი | 30 000 |
| მისამართი | Šafárikovo námestie 6, 818 06 Bratislava 1 |
| მდებარეობა | ბრატისლავა, სლოვაკეთი |
| ქალაქი | ბრატისლავა |
| ქვეყანა | სლოვაკეთი |
| კავშირები | Utrecht Network, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[1] , ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[2] , Coalition for Advancing Research Assessment[3] , ASEA-UNINET[4] , Unica Network და Enlight Alliance |
![]() | |
| uniba.sk | |
კომენსკის უნივერსიტეტი (სლოვაკ. Univerzita Komenského v Bratislave ლათ. Universitas Comeniana Bratislavensis) — სლოვაკეთის უდიდესი უნივერსიტეტი. სახელი ეწოდა ჩეხი პედაგოგის იან ამოს კომენსკის პატივსაცემად. შედის ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის, უტრეხტის ქსელის შემადგენლობაში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნივერსიტეტი დაარსდა 1919 წელს ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთანავე პრაღაში მდებარე კარლის უნივერსიტეტის დახმარებით. თავდაპირველად უნივერსიტეტში მხოლოდ ერთი, სამედიცინო ფაკულტეტი არსებობდა, მაგრამ უკვე 1921 წელს გაიხსნა ფილოსოფიისა და იურიდიული ფაკულტეტები. 1939-1954 წლებში ეწოდებოდა სლოვაკეთის უნივერსიტეტი. ამჟამად უნივერსიტეტში 13 ფაკულტეტია, რომელზეც დაახლოებით 30 000 სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტთან არსებობს ბოტანიკური ბაღი.
ცნობილი კურსდამთავრებულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდნენ ჩეხოსლოვაკიის პოლიტიკური მოღვაწეები ალექსანდრე დუბჩეკი და გუსტავ ჰუსაკი, ასევე თანამედროვე სლოვაკეთის ორი პრეზიდენტი ივან გაშპაროვიჩი და ზუზანა ჩაპუტოვა. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები: ვლადიმირ მეჩიარი, იოზეფ მორავჩიკი, რობერტ ფიცო და იგორ მატოვიჩი, რომაული სამართლის ისტორიის სპეციალისტი პეტერ ბლაგო და პოეტი შტეფან ჟარი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://eua.eu/about/member-directory.html
- ↑ https://web.archive.org/web/20221123144401/https://www.auf.org/les_membres/nos-membres/
- ↑ https://web.archive.org/web/20231109092552/https://coara.eu/coalition/membership/
- ↑ https://web.archive.org/web/20240430185709/https://asea-uninet.org/about-us/history/
