ალბა-იულია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ალბა-იულია
Alba Iulia
AlbaIulia VedereGenerala.jpg
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
ჟუდეცი ალბა
კოორდინატები 46°04′01″ ჩ. გ. 23°34′12″ ა. გ. / 46.06694° ჩ. გ. 23.57000° ა. გ. / 46.06694; 23.57000
ქალაქის მერი მირჩა ჰავა
ფართობი 103.65 კმ²
მოსახლეობა 63,536 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
ოფიციალური საიტი www.apulum.ro
ალბა-იულია (რუმინეთი)
Red pog.svg

ალბა-იულია (რუმ. Alba Iulia, გერმ. Karlsburg, უნგრ. Gyulafehérvár) — ტრანსილვანიისა და რუმინეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი. განლაგებულია ალბის ჟუდეცში, მდინარე მურეშზე, ბუქარესტისგან ჩრდილო-დასავლეთით 270 კმ-ით დაშორებული. მოსახლეობა — 63,536 ადამიანი (2011 წელი).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკური ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბა-იულიას ჰქონდა პოლიტიკური ძალაუფლება უკვე შორეულ წარსულში. ქალაქის სიახლოვეს აღმოჩენილი იქნა ტერტერიის ფირფიტები, რომელშიც მარია გიმბუტასი მსოფლიოში პირველ დამწერლობას ხედავს. გარკვეული დროის მანძილზე აქ იყო დაკების ტომის დედაქალაქი, რომლის ადგილასაც რომაელებმა თავისი სამხედრო სადგომი — აპულუნი (Apulum) დააფუძნეს. ამ ადგილს ახსენებს პტოლემეც, ხოლო მისი ნაქალაქევი დღევანდელი ქალაქისგან 10 კმ-შია განლაგებული. ამის მეშვეობით ალბა-იულიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სავსეა ანტიკური სიძველეებით.

შუა საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

IX-XI საუკუნეებში, როდესაც ხდება ტრანსილვანიის სლავიანიზაცია, ქალაქი ნახსენებია სლავური სახელით Балград (ბალგრადი) ან Белград (ბელგრადი). ლათინურზე იგი იყო გადათარგმნილი როგორც ალბა-იულია, და ესეთ ფორმაში პირველად გვხვდება 1097 წელს. XI საუკუნიდან იგი უნგრეთის დერჟავას ნაწილი ხდება ისევ სხვა სახელით, ამჯერად მისი სახელი დიულაფეჰერვარი. XII-XIII საუკუნეებში აღდგა კათოლიკური ეკლესია, რომელიც აღადგინა იანოშ ხუნიადმა; დაკრძალულია იქვე. 1541-1690 იყო ტრანსილვანიის სამთავროს დედაქალაქი, თუმცა მიქაი მამაცმა 1599 წელს შეძლო მოკლე დროით სამივე დუნაის სამთავროს გაერთიანება და ალბა-იულიაში სატახტო ქალაქის შექმნა.

უახლესი ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნეში ავსტრიელმა გაბსბურგებმა გადაწყვიტეს ალბა-იულიის კეთილმოწყობა. იმპერატორ კარლ VI-ის დროს აშენდა ვარსკვლავის ფორმის ციხესიმაგრე, ხოლო თვითონ ქალაქმა მიიღო გერმანული სახელი კარლსბურგი. 1794 წელს ბატიანის ეპისკოპოსის მეურვეობით გაიხსნა რუმინეთში პირველი ბიბლიოთეკა, რომლის მარგალიტად ითვლება ლორშის დიდი კოდექსი, რომელიც შეიქმნა კარლის დროს.

1918 წლის 1 დეკემბერს ალბა იულიაში გამოცხადდა ტრანსილვანიისა და რუმინეთის შეერთება, ხოლო 4 წლის შემდეგ მეფე ფერდინანდ პირველი გახდა გაერთიანებული სახელმწიფოს მონარქი.

დემოგრაფიული მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1891 წელს ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 8,167 მაცხოვრებელს, საიდანაც 3,482 იყო უნგრელი (42.63%), 3,426 რუმინელი (41.94%) და 867 გერმანელი (10.62%).[1]

1910 წლიდან მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა 11,616 - მდე. მათგან 5226 იყო უნგრელი (45%), 5,170 რუმინელი (44.51%) და 792 გერმანელი (6.82%).[2]

1930 წლისთვის გამოკითხვის მიხედვით მოსახლეობის 38.3% იყო ორთოდოქსი რუმინელი, 21.4% აღმოსავლეთ კათოლიკე რუმინელი, 14.9% რეფორმატორი, 10.5% კათოლიკე, 7.2% ლუთერანი, 6.5% იუდეველი.[3]

2011 წლის გამოკითხვის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 58,681-ს. მათგან 95.3% იყო ეთნიკური რუმინელი, 3.2% ბოშა, 1.9% უნგრელი და 0.2% გერმანელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gyulafehérvár. A Pallas nagy lexikona. Hungarian Electronic Library (MEK).
  2. Gyulafehérvár. Révai Nagylexikona, vol. 9. p. 237. Hungarian Electronic Library.
  3. Recensământul general al populaţiei României din 29 Decemvrie 1930, vol. II, p. 522.