შინაარსზე გადასვლა

აზერბაიჯანის მილსადენური ტრანსპორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანის მილსადენები

აზერბაიჯანის მილსადენური ტრანსპორტიაზერბაიჯანის სატრანსპორტო საშუალებაა, ძირითადად, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის. მილსადენები უზრუნველყოფენ რაციონალურ გზას ქვეყნის შიგნით და მის გარეთ ნედლეულის ტრანსპორტირებისათვის[1].

აზერბაიჯანში, მილსადენის ტრანსპორტის განვითარება ემთხვევა ნავთობის მრეწველობის განვითარების პერიოდს. აზერბაიჯანის პირველი მილსადენი იყო  ბალახანის ნავთობგადამამუშავებელ და ნავთობსახდელ ქარხანებს შორის. მხოლოდ XXI საუკუნის დასაწყისში იყო დაგებული მილსადენი, რომელიც უზრუნველყოფდა აფშერონის ნავთობის გასვლას მსოფლიო ბაზრებზე.

აზერბაიჯანში ნავთობსადენის სიგრძე 4,6 ათას კმ-ზე მეტია.

შიდა ნავთობსადენები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პირველი ნავთობსადენი აზერბაიჯანში ბალახანლი - შავი ქალაქი

ბალახანი - შავი ქალაქი — მილსადენი გაყვანილ იქნა 1878 წელს. მისი სიგრძე 12 კმ-ია. ის აერთიანებს ბალახანის ნავთობის მრეწველობას ნავთობსახდელ ქარხანასთან. მოცემული მილსადენი იყო პირველი ბაქოში. ეს ნავთობსადენი აშენდა „ნობელის ძმების ნავთობპროდუქტების ასოციაციის“ დაკვეთით[2].

1879 წელს ამუშავდა მეორე ნავთობსადენი ბალახანი - შავი ქალაქი, რომლის სიგრძე დაახლოებით 13 კმ-ია. შემდეგ კი კიდევ სამი ნავთობსადენი:

  • ბალახანი-სურახანის ქარხანა
  • სურახანის ქარხანა - ზიხის ცელი
  • ბალახანი - შავი ქალაქი 3

ყველა ეს ნავთობსადენი შეიქმნა და აშენდა ვლადიმერ შუხოვის მიერ.

შირვანი - ბაქოს ნავთობსადენი გაყვანილ იქნა 1963 წელს. მისი სიგრძე 134 კმ-ია.

შირვანი-დაშგილის მილსადენის სიგრძე 40 კმ-ია.

სიაზანი - ბაქო; ნეფთ დაშლარი - ბაქო; დუბანდი - ბოუიქ შორი; დუბანდი - ქეშლა მოცემული მილსადენების სიგრძე - 40 კმ-ია.

დუბანდი - სურახანი - ბოიუქ შორის სიგრძე 40 კმ-ია.

დაშგილი - სანგაჩალი - ქეშლას სიგრძე 90 კმ-ია.

ბუზოვნა- საბუნჩის სიგრძე 120 კმ-ია.

ბინაგადი - ქეშლას მილსადენების სიგრძე კი 8 კმ.

გარე ნავთობსადენები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ბაქო - ბათუმი

ამ ნავთობსადენის მშენებლობის იდეა გააჟღერა დიმიტრი მენდელეევმა ჯერ კიდევ 1880 წელს. ეს არის პირველი ნავთობსადენი, რომელიც აზერბაიჯანის საზღვრებს მიღმა გავიდა. მისი აშენება დაიწყო 1897 წელს, ხოლო ექსპლუატაციაში შევიდა 1907 წელს. ნავთობსადენის სიგრძე 860 კმ-ია. 1930 წლიდან ნავთობსადენი ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება[3].

  • ბაქო - გროზნო - ტიხორეცკი - ნოვოროსიისკი (ჩრდილოეთის მარშრუტი)

1995 წელს გაყვანილი იქნა ნავთობსადენი ბაქო - გროზნო - ტიხორეცკი - ნოვოროსიისკი, რომლის სიგრძე 1346 კმ-ია. აქედან 230 კმ გადიოდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ამ მარშრუტით ნავთობის ექსპორტირება პირველად განხორციელდა 1997 წლის 25 ოქტომბერს. მილსადენის წლიური პოტენციალი წარმოადგენს 5 მლნ ტონა ნავთობს[4].

  • ბაქო - ნოვოროსიისკი

მთავარი სტატია: ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენი

კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 1996 წლის 18 თებერვალს მოსკოვში აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის. მილსადენის მთლიანი სიგრძეა 1330 კმ, საიდანაც 231 გადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. 1997 წლის 25 ოქტომბერს აზერბაიჯანის ნავთობის პირველი პარტია მსოფლიო ბაზარზე ამ მილსადენის მეშვეობით მიეწოდა. მილსადენის ყოველდღიური მაქსიმალური სიმძლავრე 105 ათასი ბარელია[5].

  • ბაქო-სუფსა
ბაქო-სუფსის მილსადენი (აღნიშნულია წითლად)

მთავარი სტატია: ბაქო-სუფსის ნავთობსადენი

მშენებლობა 1997 წელს დაიწყო. ნავთობსადენი ექსპლუატაციაში შევიდა 1999 წლის 17 აპრილს. მილსადენის საერთო სიგრძეა 920 კმ, საიდანაც 480 აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაივლის. მილსადენი ემსახურება დასავლეთის ქვეყნებში წელიწადში 15 მილიონ ტონამდე კასპიის ნავთობის ტრანსპორტირებას[6].

  • ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი

მთავარი სტატია:ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის რუქა

მილსადენის მშენებლობის შესახებ საუბრები დაიწყო 1994 წელს 20 სექტემბერს, როდესაც აზერბაიჯანი და ნავთობკომპანიები შეთანხმდნენ აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის ნავთობის საბადოების განვითარებაზე. 1999 წლის 18 ნოემბერს სტამბოლში გაფორმდა ხელშეკრულება ნავთობსადენის მშენებლობის შესახებ. 2003 წლის აპრილში ნავთობსადენის მშენებლობა დაიწყო, ხოლო 2005 წლის 12 ოქტომბერს გარდაბნის რაიონში გაიხსნა მონაკვეთი. 2006 წლის 31 მაისს სამშენებლო სამუშაოები ოფიციალურად დასრულდა და 2 ივნისს ჯეიჰანში პირველი ტანკერი შევსებული იყო. მილსადენი გადაჭიმულია სანგაჩალის ტერმინალიდან, ხმელთაშუაზღვისპირეთამდე თურქეთის პორტის ჯეიჰანის მიმართულებით. იგი 2006 წელს ექსპლუატაციაში გასცეს. მილსადენის მთლიანი სიგრძე 1730 კმ, აქედან 468 კმ აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა (დანარჩენი 1037 - თურქეთისა და 225 - საქართველოს ტერიტორიაზეა). წელიწადში დაახლოებით 50 მილიონი ტონა ნავთობი ამ მილსადენით მსოფლიო ბაზრებზე გადის. ყოველდღიური მაქსიმალური გამტარუნარიანობა 1 მილიონი ბარელია[7].

1931 წელს დაგებულ იქნა მილსადენი კოტლინსკაიას საგზაო მართვის კავშირსა და ორჯონიკიძის სადგურს შირის, რომლის სიგრძე 12,6 კმ.

  • ზირა-ბაქო
  • სიაზანი-სუმგაითი
  • გარადაღი - სუმგაითი
  • გარადაღი - სალიანი
  • გარადაღი- ბაქო
  • გალმაზი-შირვანი
  • სიაზან-გიუზდაქი
  • გარადაღი - აღსთაფა - თბილისის მილსადენი, რომელიც გაყვანილი იქნა 1959-1960 წლებში სიგრძით 511 კმ.
  • გაზიმამდი-ასტარა-აბადანის მილსადენი განკუთვნილია ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის ჰაჯიგაბულის რაიონიდან ირანში. ხელშეკრულება გაფორმდა 1965 წელს საბჭოთა კავშირსა და ირანს შორის. პროექტის გაიხსნა 1970 წელს. გაზსადენის სიგრძე 1474 კილომეტრია, საიდანაც 296 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის[8].
  • ბაქო - თბილისი- ერზურუმი (სამხრეთ კავკასიის გაზსადენი)

მთავარი სტატია: შაჰდენიზის გაზსადენი

გაზსადენი გადებულია აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის შაჰ-დენიზის ნავთობის საბადოდან საქართველოსა და თურქეთში. საერთო სიგრძეა 980 კმ. ყოველწლიური გამტარუნარიანობა 20 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. 2008 წლის ზაფხულში დაიწყო მოლაპარაკებები;  2009 წლის 28 მარტს მოსკოვში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს გაზპრომსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (სოკარი) შორის. ბუნებრივი აირის მიწოდება დაიწყო 2013 წელს[9].

  • ნაბუქო
არარეალიზებული ნავთობსადენის, ნაბუქოს რუქა

მთავარი სტატია: ნაბუქოს გაზსადენი

თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან ევროკავშირის ქვეყნებში, ძირითადად ავსტრიასა და გერმანიაში, არარეალიზებული გაზსადენის პროექტი. დაგეგმილი ხანგრძლივობა 3300 კმ. პროექტის მომზადება დაიწყო 2002 წელს. მშენებლობის დაწყება დაგეგმილი იყო 2011 წლისთვის და დასრულება - 2014 წელს. 2013 წლის 28 ივნისს პროექტი დაიხურა.

  • ბაქო-ნოვო-ფილია

აზერბაიჯანულ-რუსული მილსადენი ბაქოდან რუსეთის საზღვარზე კასპიის სანაპიროზე გადის. საერთო სიგრძეა 200 კმ.

  • ტრანსკასპიური მილსადენი
სამხრეთის კორიდორის ფარგლებში რეალიზებადი მილსადენების რუქა

ეს არის დაგეგმილი წყალქვეშა მილსადენი, რომელიც გააერთიანებს თურქმენბაშისა და ბაქოს თურქმენეთის გაზის ტრანსპორტირებისთვის ბაქოში და შემდგომში სამხრეთ გაზის კორიდორთან ევროპაში. მშენებლობის ხელშეკრულებები 1999 წელს გაფორმდა. მომავალში ეს მილსადენი შეუერთდება TAP-ის გაზსადენს თურქეთში.

  • ტრანს-ანატოლიური მილსადენი

მთავარი სტატია: ტრანს-ანატოლიური მილსადენი

ეს არის მილსადენი, რომელიც ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია. გაზსადენი აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით საბერძნეთის საზღვრამდე იქნება გადებული, სადაც მისი გაგრძელება იქნება ტრანს-ადრიატიკული მილსადენი. გაზსადენი ითვალისწინებს აზერბაიჯანის შაჰ - დენიზის ტერიტორიიდან გაზის ტრანსპორტირებას თურქეთის დასავლეთით. პროექტი პირველად 2011 წელს გამოცხადდა და აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. გაზსადენის მშენებლობა 2015 წლის მარტში დაიწყო. მშენებლობის დასრულება 2018 წლის ივნისისთვის იგეგმება. გაზსადენი განიხილება, როგორც სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების ნაწილი[10].

  • ტრანს-ადრიატიკული მილსადენი

მთავარი სტატია: ტრანს-ადრიატიკული მილსადენი

ეს მილსადენი არის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის, რომელიც მშენებლობის სტადიაშია. 2003 წელს გამოცხადდა მილსადენის პროექტი. 2007 წლის მარტში დასრულდა მილსადენის საერთო დიზაინის პროექტირება. 2016 წლის მარტში ევროკომისიამ გაზსადენის მშენებლობა დაამტკიცა და მაისში დაიწყო მშენებლობა[11]. მილსადენის მარშრუტი იწყება კასპიის რეგიონიდან და ახლო აღმოსავლეთიდან და გრძელდება დასავლეთ ევროპაში. საერთო სიგრძე 878 კილომეტრია და აზერბაიჯანისა და თურქეთის გარდა გავა საბერძნეთში, ალბანეთში, ადრიატიკის ზღვაზე (ოფშორული ნაწილი) და იტალიაში. გაზსადენის სავარაუდო წლიური მოცულობა 10 მილიარდი კუბური მეტრია. სავარაუდო დაწყების თარიღი 2020 წელი.