ტრანს-ადრიატიკული მილსადენი

ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (ინგლ. Trans Adriatic Pipeline; შემოკლებით TAP, ბერძ. Αδριατικός Αγωγός Φυσικού Αερίου, იტალ. Gasdotto Trans-Adriatico, ალბ. Gazsjellësi Trans-Adriatik) — მილსადენი, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით განახორციელებს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას სამხრეთ იტალიაში. პროექტის თანახმად კასპიის რეგიონის ბუნებრივი აირი მოამარაგებს ევროპას. ტრანს-ადრიატიკული მილსადენი შეუერთდება ტრანს-ანატოლიურ მილსადენს. მისი სიგრძე 878 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10 მილიარდ კუბურ მეტრს სცდება.[1] პროექტის აქციონერებია ბრიტანული ნავთობის კომპანია British Petroleum (20%), აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია SOCAR (20%), იტალიური კომპანია Snam (20%), ბელგიური კომპანია Fluxys (19%), ესპანური კომპანია Enagás (16%) და შვეიცარული კომპანია Axpo (5%). პროექტის დეველოპერები არიან შვეიცარიული EGL (შემდგომში Axpo), ნორვეგიული Statoil და გერმანული E.ON Ruhrgas.
პროექტის შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2003 წელს საერთაშორისო შვეიცარულმა კომპანიამ EGL GROUP-მა (შემდგომში Axpo) განაცხადა ტრანს-ადრიატიკული პროექტის შექმნის შესახებ და იმავე წელს დაიწყო ტექნიკურ-ეკონომიკური მხარეების შესწავლა, რომელიც დასრულდა 2006 წელს. კვლევის დროს გამოიკვეთა ორი ვარიანტი: ჩრდილოეთის მარშრუტი — ბულგარეთის, მაკედონიისა და ალბანეთის გავლით და სამხრეთის მარშრუტი - საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით. საბოლოო ჯამში მიჩნეულ იქნა, რომ უკანასკნელი მარშრუტი უფრო მისაღები იყო. 2007 წელს დასრულდა მილსადენის ძირითადი ეტაპის პროექტირება.[2]
2008 წელს EGL GROUP-მა და Statoil-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა საერთო წვლილის შეტანას ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მშენებლობასა და ექპლუატაციაში.[3] ამავე წელს, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, საბერძნეთის ხელისუფლება იწყებს მოსამზადებელ სამუშაოებს 200 კილომეტრიანი მილსადენის შენებისა საბერძნეთის ქალაქ სალონიკიდან საბერძნეთ-ალბანეთის საზღვრებამდე.[4] 2009 წელს TAP იწყებს ალბანეთის მარშრუტის კვლევას.
2010 წელს იხსნება პროექტის სათაო ოფისები იტალიაში, საბერძნეთსა და ალბანეთში.[5] მაისის თვეში კი E.ON Ruhrgas უერთდება მილსადენის პროექტს.[6] 2010 წლის ნოემბერში იწყება მარშრუტის კვლევები საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში.[7]
2012 წლის თებერვალში ტრანს-ადრიატიკული მილსადენი გახდა პირველი პროექტი, რომელმაც დაიწყო მოლაპარაკებების ჩატარება შაჰ-დენიზის კონსორციუმთან.[8] უკვე აგვისტოში პროექტმა მიაღწია შეთანხმებას BP-სთან, SOCAR-თან და Total-to-სთან, რომლებიც დააფინანსებდნენ მას და ასევე ექნებოდათ საშუალება განეკარგათ აქციების 50%.[9] 2012 წლის სექტემბერში იტალიამ, საბერძნეთმა და ალბანეთმა მხარდაჭერა გამოუცხადეს მილსადენის პროექტს და ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.[10]

2013 წელს ალბანეთმა, იტალიამ და საბერნეთმა ხელი მოაწერეს სამმხივ ხელშეკრულებას, სადაც აღნიშნული იყო სამი ქვეყნის სრული მხარდაჭერა პროექტისადმი.[11] 2013 წლის ივნისში შაჰ-დენიზის კონსორციუმმა პრიორიტეტულ პროექტად აირჩია TAP-ი. ამის შედეგად დაიხურა პროექტის მთავარი კონკურენტი ნაბუქოს გაზსადენი.[12]
2015 წლის დეკემბერში პროექტს შეუერთდა იტალიური კომპანია Snam და გახდა ერთ-ერთი აქციონერი.
2016 წელს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა ტრანს-ადრიატიკული მილსადენის პროექტს.[13] მაისში სალონიკში საფუძველი ჩაეყარა მილსადენის მშენებლობას.[14]
2017 წლის აპრილში წარმატებით დასრულდა TAP-ის ჰიდროტესტირება,[15] ხოლო სექტემბერში მილსადენის 50% მშენებლობა დასრულდა.[16]
2019 წლიდან დაიწყება მილსადენით მეტი მოცულობის ბუნებრივი აირის გატარება, ხოლო 2020 წლისთვის ეტაპობრივად დაიწყება ევროპის ქვეყნების მომარაგება.[17]
ტრანს-ადრიატიკული მილსადენის პროექტს მხარს უჭერენ ევროპული ინსტიტუტები და გამოყოფენ მის როლს მსოფლიო ენერგო პოლიტიკის უსაფრთხოებაში და დივერსიფიკაციაში.[18]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Trans Adriatic Pipelines[მკვდარი ბმული]
- ↑ Trans Adriatic Pipeline, just a partial enfranchisement from Russian gas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-12. ციტირების თარიღი: 2018-03-06.
- ↑ StatoilHydro and Swiss EGL Group sign an agreement to establish an equally-owned joint venture to develop, build and operate the Trans Adriatic Pipeline (TAP)
- ↑ TAP lays groundwork in Greece
- ↑ პროექტ ტრანს-ადრიატიკული მილსადენის ოფიციალური ვებ-გვერდი -TAP establishes country offices in Greece, Albania and Italy
- ↑ E.On Ruhrgas joins Trans Adriatic Pipeline - Oil&Gas Journal
- ↑ პროექტ ტრანს-ადრიატიკული მილსადენის ოფიციალური ვებ-გვერდი - TAP begins route refinement study in northern Greece
- ↑ პროექტ ტრან-ადრიატიკული მილსადენის ოფიციალური ვებ-გვერდი - Trans Adriatic Pipeline selected by Shah Deniz as the priority route to Italys
- ↑ BP, Socar, Total pledge to fund gas pipeline-TAP - Reuters
- ↑ TAP Gas Pipeline Project Gains Support of Italy, Greece, Albania -bloomberg.com
- ↑ პროექტ ტრანს-ადრიატიკული მილსადენის ოფიციალური ვებ-გვერდი - Greece, Italy and Albania sign a tri-lateral intergovernmental agreement, demonstrating their full support for TAP
- ↑ პროექტ ტრანს-ადრიატიკული მილსადენის ოფიციალური ვებ-გვერდი - Shah Deniz Consortium selects the Trans Adriatic Pipeline (TAP) as European export pipeline
- ↑ Commission approves agreement between Greece and TAP allowing new gas pipeline to enter Europe - europa.eu
- ↑ ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მშენებლობა დაიწყო - bpi.ge[მკვდარი ბმული]
- ↑ პროექტ ტრანს-ადრიატიკული მილსადენის ოფიციალური ვებ-გვერდი - TAP’s Progress in Greece: First Hydrotest Completed
- ↑ პროექტ ტრანს-ადრიატიკული მილსადენის ოფიციალური ვებ-გვერდი - Trans Adriatic Pipeline is 50% Completed
- ↑ TAP pipeline on course for first gas to Italy in early 2020 - Reuters
- ↑ პროექტ ტრანს-ადრიატიკული მილსადენის ოფიციალური ვებ -გვერდი - Trans Adriatic Pipeline The EU status