თავისუფალი თეატრი
„თავისუფალი თეატრი“ — ქართული თეატრი თბილისში, მეტრო „თავისუფლების მოედნის“ უკან, სახელმწიფო კანცელარიისაკენ მიმავალ კიბეებთან. თეატრი კერძოა და ეკუთვნის რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილს. თეატრს ყავს მუდმივმოქმედი დასი (25 კაცი) და პარალელურად ასაქმებს კიდევ 60-მდე მსახიობს.
დაარსდა 2001 წლის 31 მარტს.[1]
თეატრს აქვს ორი დარბაზი. „წითელი დარბაზი“ (185 ადგილი) და „ლურჯი დარბაზი“ (75 ადგილი)
მსახიობები და რეპერტუარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„თავისუფალი თეატრის“ მსახიობები არიან: სლავა ნათენაძე, აპოლონ კუბლაშვილი, გოგა ბარბაქაძე, თიკო კორძაძე, ჯაბა კილაძე, მაია დობორჯგინიძე, მამუკა მუმლაძე, მარიამ ჯოლოგუა, მიხეილ არჯევანიძე, კახა მიქიაშვილი, თამუნა ნიკოლაძე, ლაშა გურგენიძე, გიორგი ჯიქია, შაკო მირიანაშვილი, გუგა ქაცარავა, მარიამ ნადირაძე, ნინი კვირიკაშვილი, სალომე ჭულუხაძე და სხვები. თეატრის წამყვანი მსახიობი იყო ნიკო გომელაური.
ამ თეატრის სცენაზე სხვადასხვა სპექტაკლებში თამაშობდნენ ქართული თეატრის ისეთი მსახიობები, როგორიცაა: გურამ საღარაძე, ჯემალ ღაღანიძე, თათული დოლიძე, მარინე ჯანაშია, ირინა მეღვინეთუხუცესი, რამაზ იოსელიანი, დიმა ჯაიანი, ევა ხუტუნაშვილი, ვანო იანტბელიძე და სხვ.
ავთო ვარსიმაშვილის გარდა „თავისუფალი თეატრის“ სპექტაკლების რეჟისორები არიან: დათო დოიაშვილი, გოჩა კაპანაძე, ანდრო ენუქიძე, გიორგი შალუტაშვილი, გოგი მარგველაშვილი, მაია დობორჯგინიძე, ნუგზარ ლორთქიფანიძე, ვანო ხუციშვილი, ნიკა ჩიკვაიძე, საბა ასლამაზიშვილი და სხვ.
„თავისუფალი თეატრის“ სპექტაკლებს თამაშობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა.
დღევანდელი რეპერტუარი: „გუშინდელნი დღეს“, „კომედიანტები“, „ჯინსების თაობა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ მესამე“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“, „2030“, „სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი“, „სხვების ცხოვრება“, „ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს“, „მოჩვენებანი“, „ოტელო“, „სულის იდენტიფიკაცია“, „თეთრი ვარდები“ და სხვ.
„თავისუფალი თეატრის“ ბაზაზე არსებობს კინოსტუდია „vars-studio“, რომელმაც გადაიღო მხატვრული ფილმები: „იდიოტოკრატია“, „ყველაფერი კარგად იქნება“, „ბამბაზიის სამოთხე“, „მიდი ძმაო, მიდი“, „ისპაჰან-ბათუმი“, „სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა“.
„თავისუფალი თეატრის“ საგასტროლოდ იყო ქვეყნებში: დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, ესტონეთი, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, ლატვია, გერმანია, საბერძნეთი, პოლონეთი, ეგვიპტე, თურქეთი, რუმინეთი, ინდოეთი, უნგრეთი.
2023 წელს. ბუდაპეშტში ჩატარებულ მსოფლიო თეატრალურ ოლიმპიადაზე საქართველო წარადგინა „თავისუფალმა თეატრმა“ სპექტაკლებით „რიჩარდ მესამე“ და „ოტელო“. ამავე ოლიმპიადაზე „თავისუფალი თეატრი“ შეყვანილი იყო მსოფლიოს ოცი საუკეთესო თეატრის სიმბოლურ სიაში (მე-11 ადგილი). [საჭიროებს წყაროს მითითებას]
„თავისუფალ თეატრზე“ გადაღებულია დოკუმენტური ფილმი „მაინც ვითამაშებთ“ (რეჟ. გიორგი ვარსიმაშვილი).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „თავისუფალი თეატრი“ 10 წლისაა[მკვდარი ბმული], 1 აპრილი 2011, GeoNews.ge.