გრიბოედოვის თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გრიბოედოევის თეატრი)
Jump to navigation Jump to search
თეატრის მცირე სცენა

გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრი, დაარსდა თბილისში 1932 წელს. პირველ სპექტაკლად წარმოდგენილ იქნა კონსტანტინე მარჯანიშვილის მიერ დადგმული მაქსიმ გორკის „ფსკერზე“ (1932 წლის 3 ნოემბერი). 1935 წელს თეატრს მიენიჭა ალექსანდრე გრიბოედოვის სახელი. თეატრის რეპერტუარშია რუსული და საზღვარგარეთული თანამედროვე და კლასიკური ნაწარმოებები. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართველ ავტორთა ნაწარმოებებს, რომელთაგან აღსანიშნავია სხვადასხვა დროს დადგმული შ. დადიანის „ნაპერწკლიდან“, ი. ვაკელის „დიდი მოურავი“ და სხვა. თეატრის წარმატებაში წვლილი მიუძღვით კ. შახ-აზიზოვს (დღიდან დაარსებისა 15 წელი ხელმძღვანელობდა თეატრს), სსრკ სახალხო არტისტებს: გ. ტოვსტონოგოვს, დ. ანთაძეს, საქართველოს სახალხო არტისტებს: ნ. მარშაკს, ა. თაყაიშვილს, ს. ჭელიძეს, გ. ლორთქიფანიძეს; საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეებს: ა. რუბინს, გ. ღვინიაშვილს, მ. ოლშანიცკაიას, კ. სურმავას და სხვა. მსახიობებს: სსრკ სახალხო არტისტს ნ. ბურმისტროვას, საქართველოს სახალხო არტისტებს: ე. სატინას, ა. სმირანინს, მ. პიასეცკის, ა. ზაგორსკის, კ. მიუფკეს, დ. სლავინს, ი. ზლობინს, კ. დობჟინსკის, ი. რუსინოვს და სხვებს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]