Viva la Vida

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან Viva la Vida (სიმღერა))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Viva la Vida“
Viva la Vida გარეკანი
სინგლი, შემსრულებელი - Coldplay
ალბომიდან Viva La Vida Or Death And All His Friends
გამოსვლის თარიღი 25 მაისი 2008
ფორმატი CD, ციფრული ჩამონატვირთი
ჩაიწერა 2007 — 2008
ჟანრი ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 4:01 (ალბომის ვერსია)
3:45 (სინგლის ვერსია)
4:04 (მეორე ვერსია)
ლეიბლი Parlophone
Capitol
პროდიუსერი Coldplay
Coldplay - სინგლების ქრონოლოგია
Violet Hill
(2008)
Viva La Vida
(2008)
Lovers in Japan
(2008)

Viva la Vida (ესპ. გაუმარჯოს სიცოცხლეს) — ინგლისური ალტერნატიული ჯგუფის Coldplay მეორე სინგლი ალბომიდან Viva La Vida Or Death And All His Friends. ის გამოშვებული იქნა 2008 წლის 7 მაისს iTunes-ის მეშვეობით, როგორც ალბომის პრომო სინგლი.

ვიდეოკლიპები[რედაქტირება]

სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეოს რეჟისორია ჰაიპ უილიამსი. კლიპი გამოჩნდა 1 აგვისტოს, ჯგუფის ოფიციალურ ვებ გვერდზე. მასში ჯგუფის წევრები წარმოდგენილები არიან სხვადასხვა ფერებში, ალბომის Viva La Vida Or Death And All His Friends გარეკანის ფონზე.

სიმღერის მეორე კლიპის რეჟისორია ანტონ კორბეინი. ეს ვიდეო გადაღებული იქნა ნიდერლანდებში და გამოვიდა იგივე პერიოდში რაც პირველი. კლიპი თავის მხრივ არის კორბეინის მიერ ჯგუფისათვის დეპეშ მოუდი გადაღებული ვიდეოს "Enjoy the Silence" პაროდია. ამ ვერსიაში კრისი, ისევე როგორც დეივ გეენი, ჩაცმულია როგორც მეფე და მოგზაურობს სხვადასხვა ადგილას.

სიმღერები[რედაქტირება]

ციფრული ჩამოტვირთვა
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Viva la Vida (ახალი შემოკლებული ვერსია) 4:04
CD
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Viva la Vida   4:01
2. Death Will Never Conquer   1:18
პრომო CD
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Viva la Vida (რადიო ვერსია) 3:45
2. Viva La Vida (ალბომის ვერსია) 4:01

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Viva_la_Vida&oldid=2724429“-დან