Don't Panic (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Don't Panic“
სინგლიColdplay
ალბომიდან Parachutes
გამოსვლის თარიღი 27 აგვისტო, 2001
ჟანრი ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 2:17
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone
ავტორ(ებ)ი გაი ბერიმენი, ჯონი ბაკლენდი, უილ ჩემპიონი, კრის მარტინი
პროდიუსერი კენ ნელსონი, Coldplay
Coldplay — სინგლების ქრონოლოგია
„Trouble“
(2001)
Don't Panic
(2001)
„In My Place“
(2002)

Don't Panic — მეოთხე სინგლი Coldplay-ს სადებიუტო ალბომიდან Parachutes. რეგიონალური სინგლები გამოვიდა ევროპაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში (სინგლის და Live EP), დანიაში (Live EP), და ავსტრალიაში. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში გამოვიდა პრომო გამოცემა. ალბომზე არსებული სიმღერის ვერსია ყველა სინგლის შემადგენლობაში შედის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Don't Panic ალბომ Parachutes-ის პირველი სიმღერაა და ძირითადად გიტარაზეა დაფუძნებული. თავიდან მას Panic ერქვა და იმ ექვს სიმღერას შორის იყო, რომლებიც Coldplay-მ 1998 წელს თავის პირველ კონცერტზე დაუკრა. საბოლოოდ სიმღერის სათაური Don't Panic გახდა.

ამ სიმღერის პირველი ვერსია 1999 წლის ივლისში იქნა ჩაწერილი. მასსა და ალბომში შესულ ვერსიას შორის რამდენიმე განსხვავება იყო.

ტურნეს A Rush of Blood to the Head Tour დროს, ამ სიმღერას განსხვავებული შესავალი ჰქონდა. ასევე გადასვლების დროს, მარტინი ელექტრონულ გიტარაზე, ხოლო ჯონ ბაკლენდი - ჰარმონიკაზე უკრავდა. სოლოს დასრულების შემდეგ, ის მუდმივად ისროდა ხოლმე ჰარმონიკას დარბაზში.

2005 წლის კონცერტებზე ინსტრუმენტული სოლოს დროს სრულდებოდა მელოდია Depeche Mode-ის სიმღერიდან Enjoy the Silence.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი სინგლი
  1. Don't Panic – 2:20
  2. You Only Live Twice (საკონცერტო, ნორვეგია) – 4:06
  3. Bigger Stronger (საკონცერტო, ნორვეგია) – 4:55
ნიდერლანდური ვერსია (2001)
  1. Don't Panic – 2:20
  2. Spies (ლოულენდსი, 2000) – 6:12
  3. Bigger Stronger (ლოულენდსი, 2000) – 4:51
  4. Yellow (ლოულენდსი, 2000) – 4:32

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის მუსიკალური ვიდეოს ავტორია ტიმ ჰოუპი. კლიპში გამოყენებულია ჯგუფის რეალური სახეები, მაგრამ სხეულები აპლიკაციური ანიმაციით არის დამზადებული. იგივე ეხება კლიპში გამოყენებულ სხვა ობიექტებსაც. კლიპში ასევე ჩნდება ყვითელი ფერის გლობუსი, რომელიც ალბომის Parachutes ყდაზეა გამოყენებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]