Enjoy the Silence

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Enjoy the Silence“
სინგლიDepeche Mode
ალბომიდან Violator
B-მხარე Memphisto, Sibeling
გამოსვლის თარიღი 5 თებერვალი 1990
ჩაიწერა 1989
ჟანრი სინთპოპი
ხანგრძლივობა 4:13
ხმისჩამწერი ლეიბლი Mute Records
ავტორ(ებ)ი მარტინ გორი
პროდიუსერი Depeche Mode, Flood
Depeche Mode — სინგლების ქრონოლოგია
„Personal Jesus“
(1989)
Enjoy the Silence
(1990)
„Policy of Truth“
(1990)
მუსიკალური ვიდეო
"Enjoy the Silence" YouTube-ზე

Enjoy the Silence — ინგლისური ელექტრონული ჯგუფ Depeche Mode-ის დისკოგრაფიაში რიგით 24-ე სინგლი. იგი გამოიცა ბრიტანეთში, 1990 წლის 5 თებერვალს, როგორც მეორე სინგლი სტუდიური ალბომიდან Violator. ეს არის ჯგუფის ერთ-ერთი პოპულარული და ცნობილი სიმღერა, რაც გამოიხატება მისი კონცერტების შესრულების სიხშირესა და სხვადასხვა მუსიკოსის მიერ მისი ქავერ-ვერსიების რაოდენობაში.

გერმანიასა და აშშ-ში სინგლმა ოქროს სტატუსი შეიძინა. 1991 წლის Brit Awards-ის ცერემონიაზე მას საუკეთესო ბრიტანული სინგლის წოდება მიენიჭა.

სიმღერისათვის რეჟისორ ანტონ კორბეინის მიერ ასევე პრომო-ვიდეო შეიქმნა. პირველი სიუჟეტით ახლოს არის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი წიგნთან პატარა უფლისწული. მასში გადაღებულია დეივ გეენი, რომელიც შოტლანდიის მთებში, პორტუგალიის სანაპიროებსა და შვეიცარიის ალპებში, გასაშლელი სკამით მოგზაურობს. დრო და დრო კადრში ჩნდება ვარდი, გამოსახული როგორც სინგლის, ასევე ალბომის Violator გარეკანზე.

მუსიკალური ვიდეოს მეორე ვერსია ფრანგულმა ტელევიზიამ გადაიღო. მასში ჯგუფის წევრები დგანან მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სახურავზე, ობსერვატორიაში.

Enjoy the Silence 04[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„Enjoy the Silence 04“
სინგლიDepeche Mode
ალბომიდან Remixes 81 - 04
B-მხარე Halo [Goldfrapp-ის რემიქსი]
გამოსვლის თარიღი 18 ოქტომბერი 2004
ჩაიწერა 1989, რემიქსი - 2004
ჟანრი სინთპოპი
ხანგრძლივობა 3:32
ხმისჩამწერი ლეიბლი Mute Records
ავტორ(ებ)ი მარტინ გორი
პროდიუსერი მაიკ შინოდა
Depeche Mode — სინგლების ქრონოლოგია
„Goodnight Lovers“
(2002)
Enjoy the Silence 04
(2004)
„Precious“
(2005)
მუსიკალური ვიდეო
"Enjoy the Silence (Reinterpreted By Mike Shinoda)" YouTube-ზე

2004 წელს გამოიცა ჯგუფის რემიქსების ოფიციალური კრებული Remixes 81 - 04, რომელშიც შევიდა სიმღერის რემიქსი „Enjoy the Silence (Reinterpreted)“, იგივე „Enjoy the Silence 04“. ამ ვერსიაზე მუშაობდა მაიკ შინოდა ჯგუფიდან ლინკინ პარკი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]