Yellow (სიმღერა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Yellow“
Yellow ყდა
სინგლი, შემსრულებელი - Coldplay
ალბომიდან Parachutes
გამოსვლის თარიღი 26 ივნისი, 2000 (გაერთიანებული სამეფო)
3 ივლისი, 2000 (აშშ)
ფორმატი CD, 7", კასეტა
ჩაიწერა თებერვალი — მარტი, 2000
ჟანრი ალტერნატივა
ხანგრძლივობა 4:29
ლეიბლი Parlophone
პროდიუსერი კენ ნელსონი, Coldplay
Coldplay - სინგლების ქრონოლოგია
Shiver
(2000)
Yellow
(2000)
Trouble
(2000)

Yellowინგლისურ როკ ჯგუფ Coldplay-ს სიმღერა. ის მეორე სინგლია მათი სადებიუტო ალბომიდან, Parachutes, და ჯგუფის პირველი სიმღერა შესული გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტის ტოპ 10-ში.რეგიონალური სინგლები გამოვიდა საფრანგეთში, აშშ-ში, და ბრაზილიაში.

შექმნა და შთაგონება[რედაქტირება]

ეს სიმღერა ჩაწერილი იქნა ლივერპულის სტუდიაში Parr Street Studios. ჩაწერისას ჯგუფს აჩქარებდნენ - სინგლი უნდა ყოფილიყო დასრულებული 2000 წლის გაზაფხულისათვის.

11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ Yellow იყო პირველი მუსიკალური ვიდეო, რომელიც კომპანიამ MTV საკუთარ ეთერში გაუშვა.

2001 წელს კომპანია ABC ამ სიმღერას იყენებდა სატელევიზიო პრომო-რგოლებში.

ტელეარხის VH1 გადაცემაში Storytellers კრის მარტინმა ახსენა, რომ სიმღერის შთაგონებად იქცა სერვისი Yellow Pages.

სიმღერის 2002 წლის ტურნეზე შესრულებისას მარტინი როგორც წესი, სიმღერის წინ მღეროდა ფრაზას „Your skin...“.

სხვადასხვა ადამიანი ამტკიცებს, რომ სიმღერის სტრუქტურა და მელოდია აღებულია ჯგუფის Pavement სიმღერიდან „Here“.

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება]

სიმღერის მუსიკალური ვიდეო გადაღებული იქნა დორსეტთან ახლოს. იგი მინიმალისტურია და მასში მხოლოდ კრისი ჩანს, რომელიც დადის ზღვის სანაპიროზე და მღერის სიმღერას. ვიდეო გადაღებულია ხუთი დუბლის მეშვეობით, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე. მას ახლავს ერთადერთი ეფექტი - შენელებული მოძრაობა.

თავდაპირველად კლიპში უნდა გამოჩენილიყო ჯგუფის ოთხივე წევრი, მაგრამ კლიპის გადაღების დღეს იყო უილ ჩემპიონის დედის დასაფლავება, ასე რომ კლიპში მხოლოდ მარტინი გადაიღეს. მაგრამ ამინდი გაფუჭდა და დაუბერა ქარმა, რასაც წვიმაც მოჰყვა, მიუხედავად ამინდის დადებითი პროგნოზისა.

კლიპი გადაიღეს ჯეიმსმა და ალექსმა, კომპანიიდან The Artists. კადრების რაოდენობაა 50 ერთ წამში, ანუ ჩვეულებრივ სიჩქარეზე მეტი. გადაღების დროს კრისს თავისი პირი ორმაგად სწრაფად უნდა გაეღო, ანუ უფრო სწრაფად ემღერა სიმღერა. საბოლოოდ, გადაღებული მასალა შეანელეს 25 კადრამდე და ასე შეიქმნა ნელი მოძრაობის ეფექტი.

საღამოს შემდეგ გათენების ეფექტი არ არის ხელოვნური და არც ნატურალური - ეს არ იყო ნამდვილი გათენება. სინამდვილეში, ოპერატორს მოუვიდა შეცდომა და კამერაზე ერთ-ერთ სამართავს გამოჰკრა, რამაც შეცვალა ვიდეოს ფერები.

კლიპი გადაღებული იქნა ერთ დღეში.

სიმღერების სია[რედაქტირება]

  1. Yellow – 4:29
  2. Help Is Round the Corner – 2:38
  3. No More Keeping My Feet on the Ground (EP დისკიდან Safety) – 4:33

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]