Julia

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Julia — ჯგუფ ბითლზის სიმღერა. ეს არის უკანასკნელი კომპოზიცია ალბომი The Beatles პირველ ფირფიტაზე.

ისტორია[რედაქტირება]

"Julia" დაწერილია ჯონ ლენონის მიერ (ავტორებად მოხსენიებულია ლენონი და მაკ-კარტნი), სადაც ჟღერს მისი ვოკალი აკუსტიკური გიტარის თანხლებით. სიმღერა შეიქმნა 1968 წელს ჩრდილოეთ ინდოეთში ”ბითლზის” რიშიკეშთან სტუმრობის პერიოდში, სადაც ისინი სწავლობდნენ მაჰარაში მაჰეშ იოგასთან. სწორედ აქ ისწავლა ლენონმა შოტლანდიელ მუსიკოს დონოვანისაგან გიტარაზე ამგვარი ე.წ. ”Travis-picking” სტილით დაკვრა. ”ბითლზის” არც ერთი სხვა წევრი არ მღერის და არ უკრავს სიმღერის ამ ჩანაწერში.

"Julia" ლენონმა მიუძღვნა დედამისის ჯულია ლენონის ხსოვნას, რომელიც 10 წლით ადრე ამ სიმღერის შექმნამდე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას. ამ დროს ლენონი 17 წლისა იყო. ეს სიმღერა ასევე ეძღვნებოდა ლენონის მომავალ მეუღლე იოკო ონოსაც, რომლის სახელიც იაპონურად ნიშნავს ”ზღვის შვილს” (ინგ. "child of the sea"). სწორედ ეს სიტყვები ისმის სიმღერაში - "Oceanchild, calls me" ანუ ”ზღვის შვილი მიხმობს მე”. ალტერნატიული ვერსიის თანახმად ეს სიმღერა დაწერილია ჯონ ლენონის შვილის ჯულიან ლენონისათვის.

გამოცემა[რედაქტირება]

თავდაპირველად ეს სიმღერა გამოიცა 1968 წლის 22 ნოემბერს ”თეთრი ალბომის” მეორე მხრის დამაბოლოებელ სიმღერად, ხოლო 8 წლის შემდეგ კვლავ გამოიცა "Ob-La-Di, Ob-La-Da" სინგლის "B" მხარეს.

სიმღერის ფრაგმენტი კვლავ გაჟღერდა Love ალბომში "Eleanor Rigby"-თან შერეული სახით.

პერსონალი[რედაქტირება]

  • ჯონ ლენონი - გაორმაგებული ვოკალი, გაორმაგებული აკუსტიკური გიტარა.

სხვა ვერსიები[რედაქტირება]

სიმღერა "Julia" შემდგომში შეასრულეს: რემსი ლუისმა, ბონგუოთერმა, ჩოკლიტ გენიუსმა, მედესკიმ, შოფილდმა, მარტინმა და ვუდმა და თვით ჯონ ლენონის მეორე შვილმა (იოკო ონოსაგან) შონ ლენონმა. შონმა სიმღერა ცოცხლად შეასრულა 2001 წლის 2 ოქტომბერს რადიო სიტი მიუზიკ ჰოლში (ნიუ-იორკი) Come Together: A Night for John Lennon's Words and Music კონცერტზე.

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Julia&oldid=2609188“-დან