ჰოვანეს აბელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბელიანი (მრავალმნიშვნელოვანი).
ჰოვანეს აბელიანი
მშობლიური სახელი Հովհաննես Աբելյան
დაბადების თარიღი 4 ნოემბერი, 1865
შემახა, ბაქოს გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1 აგვისტო, 1936
ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ
დაკრძალულია კომიტასის პანთეონი
ეროვნება სომეხი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1882-1936

ჰოვანეს არტემის ძე აბელიანი (სომხ. Հովհաննես Աբելյան; დ. 4 ნოემბერი, 1865, შემახა, ბაქოს გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 1 აგვისტო, 1936, ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ) — სომეხი მსახიობი. აზერბაიჯანის სსრ-სა და სომხეთის სსრ-ს სახალხო არტისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ხელოსნის ოჯახში. სწავლობდა ბაქოს რუსულ რეალურ სასწავლებელში. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1882 წელს. 1886 წლიდან გამოდის სომხურ სცენაზე. 1932 წელს მიიღო აზერბაიჯანისა და სომხეთის სახალხო არტისტისა და შრომის გმირის წოდება. გამოდიოდა ბაქოს, თბილისის, ასევე შუა აზიის, უკრაინის და რუსეთის ქალაქების სცენაზე. აგრეთვე საზღვარგარეთ: თურქეთში, ირანში, ეგვიპტეში, გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, აშშ-ში.

1936 წელს აბელიანის სახელი ეწოდა ვანაძორის სახელმწიფო დრამატულ თეატრს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 26.
  • Armenian Concise Encyclopedia, Ed. by acad. K. Khudaverdian, Yerevan, 1990, p. 11