ჰენდერსონი (კუნძული)
| კუნძული ჰენდერსონი* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| კუნძულის თანამგზავრული ფოტო
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | ბუნებრივი |
| კრიტერიუმები | vii, x |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | ევროპა |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1988 (მე-12 სესია) |
| ნომერი | 487 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 487 რუს. • ინგლ. • ფრ. |
ჰენდერსონი — დაუსახლებელი მარჯნის კუნძული წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში. 1902 წლინდა მიერთებულია ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების - პიტკერნის კუნძულების კოლონიას. კუნძულის სიგრძე 10.4 კმ-ია, სიგანე 5.6 კმ, ხოლო მთლიანი ფართობი 37.3 კმ². მდებარეობს პიტკერნის კუნძლებიდან 193 კმ-ით ჩრდილოეთით. 1988 წლიდან, გაეროს მოთხოვნის საფუძველზე, ჰენდერსონი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, მისი უნიკალური ფრინველთა სამყაროსა და ფოსფატების ხელუხლებელი მარაგის გამო.
კუნძული მეტისმეტად პატარა და დახრამულია, ასევე ნაკლებია მტკნარი წყალი, რის გამოც შეუძლებელია სოფლის მეურნეობის განვითარება. სანაპირო ზოლზე ამოზიდული მარჯნის პლატფორმა 15 მეტრი სიმაღლისაა და ფრიალო კლდეებს წარმოქმნის. პლაჟები მხოლოდ ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სანაპიროზეა.
კუნძულზე გავრცელებულია ოთხი სახეობის ენდემური ფრინველის სახეობა და დაახლოებით 50 სხვა არაენდემური ზღვის ფრინველი. ასევე 63 სახეობის ენდემური მცენარე, მათ შორის 35-40 სახეობის მწერიჭერია მცენარე.
მიუხედავად იმისა, რომ კუნძული დღეს დაუსახლებელია, არქეოლოგიური მონაცემები ცხადყოფენ, რომ ის XII-XV საუკუნეებში დასახლებული ყოფილა პოლინეზიელი ხალხების პატარა ჯგუფით. მათი გაუჩინარების მიზეზი, ოსევე როგორც პიტკერნის კუნძულების მოსახლეობის, დღემდე უცნობია.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- The Henderson Island Website
- Henderson Island - UNESCO
- Henderson Island Travel Log
- Henderson Island
- Visiting Henderson Island - R/V Bounty Bay
- Henderson Island Travel Guide