დარემის კათედრალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დარემის ციხესიმაგრე და კათედრალი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Durham Cathedral from the south-2.jpg
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv, vi
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 54°46′29″ ჩ. გ. 1°34′34″ დ. გ. / 54.77472° ჩ. გ. 1.57611° დ. გ. / 54.77472; -1.57611
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1986  (მე-10 სესია)
ნომერი 370
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 370
რუს.ინგლ.ფრ.

დარემის ქრისტეს, წმინდა მარიამისა და ქმინდა კუბერტის საკათედრო ტაძარი, ცნობილი, როგორც დარემის კათედრალი (ინგლ. Durham Cathedral) — რელიგიური ნაგებობა ინგლისის ქალაქ დარემში, ანგლიკანური ეკლესიის დარემის საეპისკოპოსოს ცენტრი. საეპისკოპოსო სათავეს 995 წლიდან იღებს, ხოლო ეკლესიას 1093 წელს ჩაეყარა საფუძველი. კათედრალი ნორმანული არქიტექტურის ერთ-ერთ პირველ მაგალითად მიიჩნევა. 1986 წლიდან, დარემის ციხესიმაგრესთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

დღევანდელმა ნაგებობამ X საუკუნის ე.წ. „თეთრი ეკლესია" ჩაანაცვლა, რომელიც წმინდა კუბერტ ლინდისფარნელის სახელობის მონასტრის სამლოცველო იყო. კათედრალის საგანძურს დღეს შეადგენს წმინდა კუბერტის წმინდა ნაწილები, წმინდა ოსვალდ ნორტუმბრიელის თავი და საპატიო ბედას ნაშთები.

კათედრალს მეტად სტრატეგიული მდებარეობა უკავაია - მდებარეობს მაღალ კონცხზე, მდინარე უირის თავზე. 1080 წლიდან XIX საუკუნემდე, საეპოსკოპოსოს მმართველი თავადი ეპისკოპოსის ტიტულს ატარებდა რელიგიურთან ერთად სამხედრო ძალაუფლებასაც ფლობდა. დარემის ციხესიმაგრე სწორედ მის რეზიდენციად აიგო. დარემის ეპისკოპოსი ინგლისის ეკელსიის იერარქიაში მეოთხე ადგილზეა და გაერთიანებული სამეფოს მონარქის კორონაციის დროს მის მარჯვნივ დგას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: