გრინვიჩის პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრინვიჩის პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iv, vi
სია [1]
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1997  (21-ე სესია)
ნომერი 795
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 795
ინგლ.რუს.ფრ.

გრინვიჩის პარკი (ინგლ. Greenwich Park) — ყოფილი სამონადირეო პარკი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწვანე ზონა ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთით. შესასვლელ ჭიშკარს ამშვენებს ორი კოლონა, რომელზეც დგას ოქროთო დაფარული ორი სფერო, რომლებიც განასახიერებენ ნახევარსფეროებს.

პარკი ეკუთვნის სამეფო ოჯახს. ჯეიმზ I-ის მეფობის პერიოდში მას შემოარტყეს კედელი და მიუწვდომელი იყო რიგითი ადამიანებისათვის.

გრინვიჩის ბორცვზე დგას სამეფო ობსერვატორია. გრინვიჩის მერიდიანი, რომელიც დედამიწას ყოფს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროებად გადის პირდაპირ ეზოში და მონიშნულია მბრწყინავი ზოლით.

1997 წელს გრინვიჩის სანაპირო ხაზი, ჰოსპიტალთან, პარკთან და კუინზ-ჰაუსთან ერთად შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]