სენტ-კილდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სენტ-კილდა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

კუნძულების მდებარეობა
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ტიპი შერეული
კრიტერიუმები iii, v, vii, ix, x
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 57°49′00″ ჩ. გ. 8°35′00″ დ. გ. / 57.81667° ჩ. გ. 8.58333° დ. გ. / 57.81667; -8.58333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1986  (მე-10 სესია)
ნომერი 387
გაფართოება 2004; 2005 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 387
ინგლ.რუს.ფრ.

სენტ-კილდა (შოტლ. Hiort) — არქიპელაგი ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში, კუნძულ ჩრდილოეთ უისტიდან 64 კმ-ით ჩრდილოეთით. შეიცავს შოტლანდიის ყველაზე დასავლეთით მდებარე შორეული ჰებრიდის კუნძულებს. უდიდესი კუნძულია ჰირტა, რომლის ზღვის ფრიალო კლდეებიც უმაღლესია მთელს გაერთიანებულ სამეფოში.

ბოლო ორი ათასწლეულის განმავლობაში, სენტ-კილაზე პერმანენტული დასახლებები შეიმჩნეოდა, მაგრამ მოსახლეთა რიცხვი 180 ადამიანს არასოდეს აღმატებოდა. 1930 წელს, კუნძულ ჰირტას მთლიანი მოსახლეობა ევაკუირებულ იქნა. ამჟამად, კუნძულზე მხოლოდ მუშები, მოხალისეები ან მომუშავე მეცნიერები ცხოვრობენ, ისიც ზაფხულის პერიოდში.[1]

კუნძულების მემკვიდრეობა მოიცავს ისტორიულ და პრეისტორიულ უნიკალურ არქიტექტურას, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ადრინდელი ჩანაწერები კუნძულზე სიცოცხლის შესახებ, გვიანდელ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. თუმცა კუნძულებზე აღმოჩენილია ნეოლითის ხანის ნასახლარები. ჰირტაზე მდებარე შუა საუკუნეების სოფელი XIX საუკუნეში აღადგინეს, მაგრამ პირველმა მსოფლიო ომმა კუნძულის მოსახლეობა თითქმის მთლიანად შეიწირა.

1986 წელს კუნძულები მათი უნიკლაური ბუნებრივი და ისტორიული ძგელების გამო იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "The new residents of St Kilda archipelago". (29 August 2010). BBC News. Retrieved 29 August 2010.