კენტერბერის კათედრალი
| კენტერბერის კათედრალი, წმინდა ავგუსტინის სააბატო და წმინდა მარტინის ეკლესია* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი |
|
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | i, ii, vi |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | ევროპა |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1988 (მე-12 სესია) |
| ნომერი | 496 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 496 რუს. • ინგლ. • ფრ. |
კენტერბერის კათედრალი (ინგლ. Canterbury Cathedral) — ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ქრისტიანული კათედრალი ინგლისში, კენტის საგრაფოს ისტორიულ ქალაქ კენტერბერიში. 1988 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. წარმოადგენს ინგლისური ეკლესიის ლიდერის - კენტერბერის არქიპეისკოპოსის საკათედრო ტაძარს და მთელი მსოფლიოს ანგლიკანური საზოგადოების სიმბოლოს.
ტაძრის მისი პირველი არქიეპისკოპოსი იყო ავგუსტინ კენტერბერიელი, რომელიც მანამდე რომში, წმინდა ანდრიას ბენედიქტური სააბატოს აბატი იყო. 597 წელს ის პაპმა გრიგოლ I-მა ანგლო-საქსონიაში მისიონერად გაგზავნა. 602 წელს მან კათედრალი დააფუძნა წმინდა მხსნელის (მაცხოვრის) სახელზე. 1993 წელს, კათედრალის ქვეშ წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა ძველი ტაძრის არსებობა, რომელიც რომაული გზის გასწვრივ ყოფილა აშენებული.
ავგუსტინმა ქალაქის კედლების გარეთ ასევე დააფუძნა წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის სააბატო, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში არქიეპისკოპოსთა ძვალთშესალაგს წარმოადგენდა. სააბატო ასევე შესულია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
კათედრალს საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვა სტრუქტურები ემატებოდა, თუმცა თანამედროვე ფორმები XV-XIX საუკუნეებში მიიღო.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- Virtual tour of Canterbury Cathedral
- Save Canterbury Cathedral Appeal
- Sacred Destinations: Canterbury Cathedral
- Details on bell towers
- History of choir school and choristers