კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღები
| კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღები* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | ii, iii, iv |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | ევროპა |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2003 (27-ე სესია) |
| ნომერი | 1084 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1084 რუს. • ინგლ. • ფრ. |
კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღები ან უბრალოდ კიუს ბაღები (ინგლ. Kew Gardens) — 121 ჰექტარზე[1] გადაჭიმული ბაღები და ბოტანიკური სათბურები ლონდონის სამხრეთით, ქალაქ რიჩმონდსა და კიუს შორის. შეიქმნა 1759 წელს.[2] ბაღში მნიშვნელობანი ბოტანიკური კვლევები მინდინარეობს. წელიწადის განმავლობაში ის დაახლოებით 2 მლნ მნახველს იღებს. [3]
ბაღებში 30 000 სახეობის სხვადასხვა მცენარეა კულტივირებული, ხოლო ჰერბარიუმში, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, დაცულია 7 მლნ სახეობის მცენარე. კვლევით სამუშაოებს ახორციელებს 650 მეცნიერი. აქ მდებარე ბიბლიოთეკა შეიცავს 750 000 ტომს, მცენარეთა 175 000 ილუსტრაციასა და ნახატს.[4]
ბაღის წინამორბედი, ქალაქ ტიუკსბერის ლორდის, ჯონ კაპელის ეგზოტიკურ ბაღს წარმოადგენდა. მისი გაფართოება შემდგომ წლებში სხვა ადამიანებმა ითავეს. მის გამდიდრებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-მ. 1781 წელს, მეფემ ბაღის ტერიტორიაზე მდებარე „ჰოლანდიური სახლი" იყიდა, როგორც სამეფო კარის საბავშვო ბაღი.
1840 წელს კიუს ბაღები ეროვნულ ბოტანიკურ ბაღად გადაიქცა.
2003 წელს, ბაღები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- Millennium Seed Bank Project
- Kew on Facebook
- Kew on YouTube
- Kew on Twitter
- Pictures of Kew - Your Kew group on Flickr
- The International Plant Names Index
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Kew, History & Heritage.
- ↑ Annual Report, pages 11 and 33
- ↑ Royal Botanic Gardens, Kew. მსოფლიო მემკვიდრეობა. იუნესკო. წაკითხვის თარიღი: 24 March 2009.
- ↑ Director of Royal Botanic Gardens