ჰაოსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰაოსი, ჰაიოსი, ჰაიკი (სომხ. Հայկ) სომხების ლეგენდალური ეთნარქი და ეპონიმი. მითიური სომხეთის პირველი მეფე. თარგამოსის უფროსი ვაჟი, იაფეტის შვილთაშვილი, ქართველთა ეთნარქის, ქართლოსის ძმა.

მისი ისტორია აღწერეს მოვსეს ხორენაცმა, ლეონტი მროველმა და სხვა ისტორიკოსებმა.

მოკლე ბიოგრაფია[რედაქტირება]

ცნობილია რომ ნოე არარატთან ახლოს დასახლდა, შემდეგ კი ბაბილონში წავიდა, ხოლო იაფეტის ლეგენდარულმა შთამომავალმა არარტის მიწებში დაბრუნდა და იქვე თავის უფროს ვაჟთან, არმენაკთან ერთად დამკვირდნენ და პირველი სომხური სახელმწიფო დაასრეს.

ქართლის ცხოვრება[რედაქტირება]

ლეონტი მროველი წერს:

ხოლო ჰაოს დაემკჳდრა საყოფელთა მამისა თჳსისა თარგამოსისთა, და დაიპყრა ქუეყანა ჩრდილოთ, ვითა დამიწერია: სამჴრით მთით ორეთისითგან, აღმოსავლით ვიდრე ზღუადმდე გურგანისა, და დასავლითვიდრე ზღუადმდე პონტოსა. და ამათ შჳდთავე გმირთა ზედა იყო განმგებელ და უფალ ჰაოს. და ესე ყოველნი იყვნეს მორჩილ ჰაოსისა.

ვაჟა-ფშაველა[რედაქტირება]

ვაჟა ფშაველამ თავის პოემაში ”ჰაოს და ქართლოს”[1] აღწერა ორი ძმის ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება. სიუჟეტის მიხედვად ჰაოსი მოდის ქართლოსთან და უყვება თავის მიწის (სომხეთის) ტრაგიკულ ბედს და დახმარებას სთხოვს ქართლოს:

თვალცრემლიანი ჰაოსი
ქართლოსს მოადგა კარზედა.
გასაწყლებულსა სახისა
კონკები ეცვა ტანზედა.

ქართლოსი ეხმარება ჰაოსს მტრების დაძლევაში და ერთად ათავისუფლებენ სომხეთს. ტექსტში ასევე ნახსენია იმდროინდელი სომხეთის საზღვრები.

მას შემდეგ, რაკი დამითმე
ვაქნის, ერევნის არენი,
უბედურს ყოფაშია ვარ
სიციცხლე განამწარენი.
ჩვენ რომ არ გავიყარენით,
მე სამხრეთისკენ გავწიე,
არარატის ძირს დავსახლდი,
დიდი ამაგიც გავწიე.

ჰაოსის წინაპრები[რედაქტირება]

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ნოე
 
 
 
 
 
 
 
იაფეტი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ღამერი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
თარგამოსი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჰაოსი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. პოემა ”ჰაოს ქართლოსი”

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 6, გვ. 93, თბ., 1983
თარგამოსის შთამომავლობა - ქართლის ცხოვრების მიხედვით
ქართველთა ეთნარქები სომეხთა ეთნარქი ალბანთა ეთნარქები ჩრდილოკავკასიელთა ეთნარქები
თარგამოსის ძენი ქართლოსი · ეგროსი · ჰეროსი ჰაოსი ბარდოსი · მოვაკანოსი ლეკანოსი · კავკასოსი
ქართლოსის ძენი მცხეთოსი · გარდაბოსი · კახოსი · კუხოსი · გაჩიოსი
მცხეთოსის ძენი უფლოსი · ოძროხოსი · ჯავახოსი
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჰაოსი&oldid=2606877“-დან