ნებროთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნებროთი, ნიმროდი, ნიმრუდი, ნიმვროდი - ბიბლიური გმირი, ქამის ძის ხუსის (ქუშის) მითიური შვილი, სწორუპოვარი მონადირე და ”გამომგონებელი” ომისა.

მას მიეწერებოდა ბაბილონის სამეფოს დაარსება. მისო სახელი დაკავშირებულია ძველ საქართველოსთანაც: „აქ იყო ნიმროდი, ბაბილონის სამეფოს მითიური დამაარსებელი, რომელმაც მთელი ქვეყნიერება დაიპყრო და აქ პირველად დამარცხდა, სიკვდილი ჰპოვა“.

მას მოიხსენიებს ლეონტი მროველი ქართლის ცხოვრებაში: თარგამოსს რვა შვილი ჰყავდა: ჰაოსი, ქართლოსი, ბარდოსი, მოვაკანოსი, ლეკოსი, ჰეროსი, კავკასოსი და ეგროსი - შესაბამის მხარეთა და ტომთა მამამთავარნი. გაძლიერებულმა ძმებმა აღარ ინებეს დიდი ბიბლიური მონადირის ნებროთის ბატონობა და მოკლეს (ჰაოსმა მოკლა ისრით ზედა არარატსა).

დაბადებაში, იმ ადგილას, სადაც ჩამოთვლილია წარღვნის შემდეგ ნოეს შვილთა შთამომავლობა, ნათქვამია, რომ ქამის შვილმა ხუსმა

შვა ნებროთ: ამან იწყო გმირყოფად ქუეყანასა ზედა; ესე იყო გმირი მონადირე წინაშე უფლისა ღვთისა, ამისთჳს თქუეს, რამეთუ ნებროთ გმირი მონადირე წინაშე უფლისა. და იქმნა დასაბამ მეფობისა მისისა: ბაბილოვანი, ორექი, არქადი და ხალანი, ქუეყანა ზენაარისა. ქუეყანისა მისგან გამოვიდა ასურ და აღაშენა ნინევი და ქალაქი რომოთი და ხალანი და დასენი საშუალ ნინევისა და საშუალ ხალანისა; ესე არს ქალაქი დიდი

(შესაქმეთა, თავი X, მუხლი 8 –12 )

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გელოვანი აკ., გვ. 342, თბ., 1983