ნოე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოე
დაბადების სახელი ნოე
(ებრ. נֹחַ; ძვ. ბერძნ. Νῶε; არაბ. نوح)
დაბადების თარიღი 1056—2006 სამყაროს შექმნიდან
პროფესია კიდობნის მშენებლობა
შვილ(ებ)ი სემი, ქამი და იაფეტი
„მსოფლიო, ცნობილი ძველი ებრაელების მიერ“ (ნოეს მსოფლიო). რუკა „ისტორიული ქრესტომატიიდან და ბიბლიური გეოგრაფიის ატლასიდან“, შედგენელი ლაიმან კოულმენის მიერ 1854 წელს.

ნოე (ებრ. נֹחַ, ნოაჰი ; ძვ. ბერძნ. Νῶε; არაბ. نوحნუჰი) — ბიბლიური პერსონაჟი. კიდობნის ლეგენდარული შემქმნელი.

ბიბლიური ლამექის შვილი, სემის, ქამის და იაფეტის მამა, სახელოვანი ბიბლიური პატრიარქი, რომელიც გარყვნილ კაცობრიობას 120 წელი უქადაგებდა სათნოებას და რომ ვერაფერს გახდა, ღმერთმა კიდობნის აშენება უბრძანა, რათა თავისი მოდგმა ცხოველთა და მცენარეთა ნიმუშებთან ერთად გადაერჩინა მსოფლიო წარღვნაში, რაც საბაოთმა დაატეხა ცოდვილ კაცობრიობას ისევე, როგორც ზევსმა — დევკალიონის მოდგმას. ეს მოვალეობა შეასრულა კიდეც. იცოცხლა 951 წელი (ვარაუდით, 3846-2895 წწ). ნოეს კიდობანი — ხსნის სიმბოლოა. ანალოგიური თქმულებებით მდიდარია ძველი აღმოსავლეთი. ნოე კეთილი პატრიარქი, ქალთა მოდგმის მხსნელი ბერიკაცი, იმედის სიმბოლო. შეადარეთ, უთნაფიშთიმი.

გენეალოგიური ხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიევა
კაენიაბელიშეთი
ენოქიენოში
ყირადიკაინანი
მეხუაელიმაჰალალეელი
მეთუშაელიიარედი
ყადალამექიცილაენოქი
იაბალიიუბალითუბალ-კაენინაყამამეთუშალახი
ლამექი
ნოე
სემიქამიიაფეთი



ძველი აღთქმა

დაბადება

თავი მეათე

ახალი ქართულით

  1. ეს არის ნოეს ძეთა მოდგმა - სემის, ქამისა და იაფეთისა. შეეძინათ მათ შვილები წარღვნის შემდეგ.
  2. იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.
  3. გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.
  4. იავანის ძენი: ელიშა, თარშიში, ქითიმი. და დოდანიმი.
  5. ამათგან განიფანტნენ ზღვისპირა ხალხები თავ-თავის ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის მიხედვით, თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავის ხალხში.
  6. ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.
  7. ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რამა და საბექთა. რამას ძენი: შება და დადანი.
  8. ქუშმა შვა ნებროთი. ამან დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე.
  9. ძლიერი მონადირე იყო უფლის წინაშე; ამიტომაც თქმულა, ნებროთივით ბუმბერაზი არისო უფლის წინაშე.
  10. მისი სამეფოს რჩეული ქალაქები იყო ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე, შინყარის ქვეყანაში.
  11. ამ ქვეყნიდან გამოვიდა აშური და ააშენა ნინევე, რეხობოთ-ქალაქი, ქალახი
  12. და რესენი ნინევესა და ქალახს შორის, დიდი ქალაქი.
  13. მიცრაიმმა შვა ლუდიმი, ყანამიმი, ლეჰაბიმი, ნაფთუხიმი,
  14. ფეთრუსიმი და ქასლუხიმი, რომელთაგან ფილისტიმელნი და ქაფთორელნი გამოვიდნენ.
  15. ქანაანმა შვა სიდონი, თავისი პირმშო, და ხეთი,
  16. იებუსეველნი, ამორეველნი, გირგაშელები,
  17. ჰიველნი, ყარკელნი, სინელნი,
  18. არვადელნი, ცემარელნი და ხამათელნი. მერე გაიფანტნენ ქანაანელთა ტომები.
  19. ქანაანელთა საზღვარი იდო სიდონიდან გერარის მიმართულებით ღაზამდე; სოდომ-გომორის, ადმას და ციბოიმის მიმართულებით ლაშაყამდე.
  20. ესენი არიან ქამის ძენი თავ-თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავისი ენის მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხში.
  21. შეეძინა შვილები სემსაც, ყებერის ძეთა მამას, იაფეთის უფროს ძმას.
  22. სემის ძენი: ელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი და არამი.
  23. არამის ძენი: ყუცი, ხული და მაში.
  24. არფაქშადმა შვა შალახი, შალახმა შვა ყებერი.
  25. ყებერს შეეძინა ორი ძე; ერთს ერქვა ფელეგი, რადგან მის დროს გაიყო ქვეყანა. მის ძმას ერქვა იაკტანი.
  26. იაკტანმა შვა ალმოდადი, შალეფი, ხაცარ-მანეთი, იარახი,
  27. ჰადორამი, უზალი, დიკლა,
  28. ყობალი, აბიმაელი, შება,
  29. ოფირი, ხავილა, იობაბი. ესენი ყველა იაკტანის ძენი არიან.
  30. მათი სამკვიდრებელი ვრცელდებოდა მეშადან სეფარის მიმართულებით აღმოსავლეთის მთამდე.
  31. ესენი არიან სემის ძენი თავ-თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავისი ენის მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხში.
  32. ეს არის ნოეს ძეთა შთამომავლობა თავ-თავისი მოდგმის მიხედვით, თავ-თავის ხალხში. მათგან განშტოვდნენ ხალხები ქვეყანაზე წარღვნის შემდეგ.[1]

ნოეს აკლდამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოეს აკლდამა გადაღებული XIX საუკუნეში (ფოტ. დ. ერმაკოვი)

გადმოცემის მიხედვით ნოე დაკრძალეს არარატის მთის ძირას ნახიჩევანში. მეცხრამეტე საუკუნის ფოტეობზე შემორჩენილია აღნიშნული ნაგებობის საძირკველი ცნობილი ნოეს აკლდამის სახელით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ნოე&oldid=4607647“-დან