ჯოენა კესიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯოენა კესიდი

ჯოენა კესიდი 2007 წელს
დაბადების სახელი ჯოენა ვირჯინია კესიდი
დაბადების თარიღი 2 აგვისტო, 1945 (1945-08-02) (78 წლის)
ნიუ-ჯერსი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1965-დღემდე
მეუღლე(ები) კენარდ კობრინი
 (იქ. 1964–74)
შვილ(ებ)ი 2

ჯოენა კესიდი (ინგლ. Joanna Cassidy; დ. 2 აგვისტო, 1945) — ამერიკელი მსახიობი. ცნობილია რეპლიკანტი ჟორა სალომეს როლით, ფილმში სამართებელზე მორბენალი (1982) და დოლორესის როლით ფილმში, ვინ გაყიდა კურდღელი როჯერი (1988). მან მოგებული აქვს ოქროს გლობუსი, იყო ნომინირებული სამ ემის ჯილდოზე და ასევე იყო ნომინირებული როგორც სატურნის ჯილდოზე, ასევე კინომსახიობთა გილდიის ჯილდოზე.

კესიდის ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ფილმებში, როგორიცაა ცეცხლის ქვეშ (1983), მეოთხე ოქმი (1987), პაკეტი (1989), სად არის გული (1990), ნუ ეტყვი დედას ძიძის სიკვდილს (1991), ვამპირი ბრუკლინში (1995) და მარსის მოჩვენებები (2001). 2001 წლიდან 2005 წლამდე მან ითამაშა მარგარეტ ჩენოვიტის როლი HBO-ს დრამატულ სერიალში ექვსი ფუტი მიწის ქვეშ, რომლისთვისაც მან მიიღო პრაიმტაიმ ემის ჯილდო. 2011 წლიდან 2013 წლამდე მან ითამაშა ჯოან ჰანტი ABC- ს სერიალში, სხეულის სამხილი, ხოლო 2010 წლიდან 2013 წლამდე მონაწილეობდა HBO კანადის კომედიურ სერიალში Call Me Fitz, რომლისთვისაც მან მიიღო ორი კანადური ეკრანის ჯილდო

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კესიდი დაიბადა 1945 წლის 2 აგვისტოს, ჰადონფილდში, ნიუ-ჯერსიში. არის ვირჯინიისა და ჯო კასკის ქალიშვილი. დაიბადა როგორც ჯოენა ვირჯინია კესკი.[1] ის ჰადონფილდის მემორიალის საშუალო სკოლაში სწავლობდა.

ჯოენა კესიდი 1974 წელს

კესიდიმ ხელოვნების სპეციალობა მიიღო სირაკიუსის უნივერსიტეტში.[2] მისი იქ ყოფნის დროს, იგი 1964 წელს დაქორწინდა რეზიდენტურის ექიმზე, კენარდ კობრინზე. ამ პერიოდში მუშაობდა მოდელად. წყვილი სან-ფრანცისკოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მისმა ქმარმა ფსიქიატრიული პრაქტიკა შექმნა, ხოლო კესიდიმ სამოდელო კარიერა გააგრძელა. 1974 წელს, კობრინთან განქორწინების შემდეგ, კესიდიმ გადაწყვიტა ლოს-ანჯელესში გადასულიყო საცხოვრებლად. 

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კესიდის დებიუტი შედგა 1973 წლის ამერიკულ ფილმში, "ეკიპირება" (1973). გამოჩნდა ისეთ სერიალებში, როგორიცაა: 1966 წლის სატელევიზიო სერიალი მისია:შეუძლებელია, Starsky & Hutch და სერიალი ტაქსი. მას მცირე როლი ჰქონდა ფილმში „დარჩი მშიერი“ (1976), ფილმი ეხებოდა ბოდიბილდინგს, რომელშიც ასევე მონაწილეობდა ახალგაზრდა არნოლდ შვარცენეგერი. კესიდი განიხილებოდა სატელევიზიო სერიალის, ''ქალი საოცრების'' როლზე, თუმცა საბოლოოდ, აღნიშნულ სერიალში გადაიღეს ლინდა კარტერი. მოგვიანებით, მან ითამაშა ფილმში ჩვენი გამარჯვებული სეზონი (1978). მისი პირველი რეგულარული როლი იყო შერიფის მფრინავი მორგან უეინვრიტი, მოქმედ სათავგადასავლო სერიალში 240-რობერტი (1979), თუმცა სერიალმა მხოლოდ ორი შემოკლებული სეზონი გასტანა. ამის შემდეგ, კესიდი გამოჩნდა რამდენიმე სერიალში, მათ შორისაა 1987 წლის ტელესერიალი დალასი და ფალკონ კრესტიt, ასევე ჰქონდა რეგულარული როლი მოკლევადიან კომიქსში Buffalo Bill (1983) (რისთვისაც მან მიიღო ოქროს გლობუსის პრემია). მან შემდეგ ითამაშა NBC-ს სატელევიზიო სერიალში Code Name: Foxfire (1985).[2]

1982 წელს კესიდი გადაიღეს პირველ მხატვრულ ფილმში, ჟორა სალომეს როლით, რიდლი სკოტის ფილმში, სამართებელზე მორბენალი .[3] შემდეგ წელს მან ითამაშა ფილმში "ცეცხლის ქვეშ ", სადაც ასევე გადაიღეს მსახიობები ჯინ ჰეკმანი და ნიკ ნოლტესი. განაგრძო მონაწილეობის მიღება როგორც ფილმებში, ასევე სატელევიზო პროგრამებში; მოგვიანებით, მან მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო მინიერიალში Hollywood Wives (1985) და ითამაშა ფილმებში: მეოთხე პროტოკოლი (1987), ვინ გაყიდა კურდღელი როჯერი (1988), 1969, პაკეტი (1989), სადაც გულია (1990) და ნუ ეტყვი დედას ძიძის სიკვდილს (1991). 1993 წელს მან დადლი მურთან ერთად ითამაშა სიტკომში, Dudley. მაგრამ სერიალი მხოლოდ ექვსი ეპიზოდი გაგრძელდა. მან ითამაშა ჯეიმზ გარნერის მთავარი გმირის ყოფილი ცოლი სატელევიზიო ფილმში, როკფორდის ფაილები (1994).

გარდა ამისა, გადაღებულია სხვა ფილმებსა და სერიალებში, მათ შორისაა: ბარბაროსები კარიბჭესთან (1993), სტივენ კინგის The Tommyknockers-ის მინისერიული ადაპტირება (1993) და უეს კრეივენის ''ვამპირი ბრუკლინში'' (1995). კესიდიმ ასევე გაახმოვანა ინსპექტორი მეგი სოიერის ხმა The Wb-ს სერიალში ''სუპერმენი: ანიმაციური სერიალი". მოგვიანებით გამოჩნდა სატელევიზიო სერიალებში: LA კანონი, მელროუს ადგილი, დიაგნოზი:მკვლელობა და ოლქი.[2]

კესიდი გადაიღეს ფილმში "მარსის მოჩვენებები" (2001), რომლის რეჟისორი ჯონ კარპენტერია, და განმეორებითი როლი, მარგარეტ ჩენოვიტი ითამაშ HBO-ს დრამატულ სერიალში ექვსი ფუტი მიწის ქვეშ, რისთვისაც მან მიიღო ემის ჯილდო. 2004 წელს მან მიიღო მონაწილეობა ვარსკვლავური გზა: ენტრეპრაიზის ორ ეპიზოდში. 2006 წელს მას ჰქონდა განმეორებითი როლი, ბევერლი ბრიჯი სერიალში Boston Legal. მან გაახმოავანა კომპიუტერულ თამაშში Nox (2000) და კიდევ ერთხელ გაახმოვანა მეგი სოიერის პერსონაჟი 2002 წელს, ვიდეო თამაშში სუპერმენი: აპოკოლიპსის ჩრდილი .

ჯოენა კესიდი 1976 წელს

გამოჩნდა NBC-ს სერიალში, გმირების მეორე სეზონში. მან ვიქტორია პრატის როლი მოირგო მეორე სეზონის მე-10 ეპიზოდში, ''სიმართლე და შედეგები'', ამ ეპიზოდში მისი პერონაჟი მოკლეს.

2008-2009 წლებში, კეისიდი გამოჩნდა სერიალებში: აჩრდილთან მოსაუბრე, სასოწარკვეთილი დიასახლისები, სამართალი და წესრიგი: დიდი ბრიტანეთი. და ასევე, ამანდა ჰოტორნის როლი მოირგო, სამედიცინო დრამაში, ჰოტორნი .

2015 წელს კასიდიმ მიიღო საპატიო ჯილდო ოლდენბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე .[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Explore Historical Newspaper Archives Online - NewspaperARCHIVE.com. newspaperarchive.com.
  2. 2.0 2.1 2.2 Joanna Cassidy biodata დაარქივებული 2014-03-22 საიტზე Wayback Machine. , yahoo.com; accessed November 30, 2014.
  3. Christopher, James (September 3, 2007). „Blade Runner: The Final Cut“. The Times. London. ციტირების თარიღი: October 1, 2007.
  4. Oldenburg Film Festival to honour Joanna Cassidy