რიდლი სკოტი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რიდლი სკოტი
Ridley Scott by Gage Skidmore.jpg
რიდლი სკოტი 2011 წელს
დაბადების ადგილი სამხრეთ შილდსი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
დაიბადა 30 ნოემბერი, 1937 (1937-11-30) (75 წლის)
საქმიანობა კინორეჟისორი, კინოპროდიუსერი
შემოქმედების წლები 1965–დღემდე
მეუღლე(ები) ფელისიტი ჰეივუდი (1964–1975)
სენდი უოტსონი (1979–1989)

სერ რიდლი სკოტი (ინგლ. Ridley Scott) - ცნობილი რეჟისორი, პროდიუსერი და ოპერატორი. დაიბადა 1937 წლის 30 ნოემბერს. იგი არის ასევე რეჟისორის და პროდიუსერის, ტონი სკოტის უფროსი ძმა.

სექციების სია

ბიოგრაფია [რედაქტირება]

რიდლი სკოტის მამა იყო სამხედრო ოფიცერი, დედა ელიზაბეტ სკოტი–მსახიობი. რიდლის უფროსმა ძმამ ფრენკმა ჩააბარა ინგლისის სავაჭრო ფლოტში, მაშინ რიდლი მცირე ასაკის ბავშვი იყო და ძმას იშვიათად ხედავდა. 1944 წელს დაიბადა რიდლის უმცროსი ძმა ტონი სკოტი.

სკოლის დამთავდების შემდეგ ის სწავლობდა დიზაინერობას კოლეჯში. კოლეჯში სწავლის დროს მან გადაიღო თავისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ბიჭი და ველოსიპეტი". კოლეჯის დამთავრების შემდეგ რიდლი სკოტმა დაიწყო სამსახური ბი–ბი–სი–ში, სადაც ის თავიდან ასრულებდა დიზაინერის მოვალეობას ტელე სერიალში, ხოლო შემდეგ თვეთონ გახდა რეჟისორრ რამდენიმე სერიის.

1977 წელს გამოვიდა მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი "მედუელეები", რომელიც დაფუძნებული იყო ჯოზეფ კონრადის მოთხრობაზე "დუელი".

რიდლი სკოტს სურდა გადაეღო "ტრისტანი და იზოლდა"–ს კინოვარიანტი, მაგრამ "ვარსკვლავური ომები"–ს ყურების შემდეგ გადაწყვიტა გადაეღო ფილმი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. 1979 წელს გამოვიდა ფილმი "უცხო". ფილმი წარმატებული გამოდა და დიდი წარმატება მოუტანა როგორც რეჟისორი, ასევე მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობ სიგურნი უივერს. შემდეგში გადაღებულ იქნა "უცხოს" სამი სერია, მაგრამ უკვე სხვა რეჟისორების მიერ.

რიდლი სკოტის ყველაზე წარმატებული ფილმია ისტორიული დრამა "გლადიატორი". მთავარ როლში რასელ ქროუ. მას შემდეგ რეჟისორმა გააგრძელა მუშაობა რასელ ქროუსთან: 2006 წელს გამებიდა კომედია "კარგი წელი"; 2007 წელს "ამერიკელი განქსტერი" ,ამ ფილმში რასელ ქროუსთან ერთად მონაწილეობა მიიღო დენზელ ვაშინგტონმა; 2008 წელს "სიცრუის ერთობლიობა", როლებში ლეონარდო დიკაპრიო და რასელ ქროუ; 2010 წელს გამოვიდა ისტორიული ბოევიკი "რობინ ჰუდი", მთავარ როლში რასელ ქროუ. რეჟისორმა ორჯერ მოიყვანა ცოლი. პირველი ქორწილი ფელიცია ჰეივუდთან 1964–1975 წლებში, მეორე სენდი უილსონთან 1979–1989. მისი შვილები ჯეიკი და ჯორდანი ასევე რეჟისორები გახდნენ.

ფილმების შემოსავალი [რედაქტირება]

თარიღი ფილმი სტუდია აშშ შემ. მსოფლიო შემ. კინოთეატრები პრემიერის კვირის ბოლო პრემიერის კინოთეატრები ბიუჯეტი
1977 მედუელეები Par. $900,000
1979 უცხო Fox $80,931,801 $104,931,801 757 $3,527,881 91 $11,000,000
1982 სამართებელზე მორბენალი WB $32,768,670 $33,139,618 1,325 $6,150,002 1,295 $28,000,000
1985 ლეგენდა Uni. $15,502,112 1,187 $4,261,154 1,187 $30,000,000
1987 ის, ვინც მე გამიფრთხილდება Col. $10,278,549 894 $2,908,796 892 $17,000,000
1989 შავი წვიმა Par. $46,212,055 $134,212,055 1,760 $9,677,102 1,610 $30,000,000
1991 თელმა და ლუიზა MGM $45,360,915 1,180 $6,101,297 1,179 $16,500,000
1992 492: სამოთხის დაპყრობა Par. $7,191,399 1,008 $3,002,680 1,008 $47,000,000
1996 თეთრი ბურუსი BV $10,292,300 1,524 $3,908,514 1,524 $38,000,000
1997 ჯარისკაცი ჯეინი BV $48,169,156 2,043 $11,094,241 1,945 $50,000,000
2000 გლადიატორი DW $187,705,427 $457,640,427 3,188 $34,819,017 2,938 $103,000,000
2001 ჰანიბალი MGM $165,092,268 $351,692,268 3,292 $58,003,121 3,230 $87,000,000
2001 შავი ქორის დაცემა SonR $108,638,745 $172,989,651 3,143 $179,823 4 $92,000,000
2003 შესანიშნავი თაღლითები WB $36,906,460 $65,565,672 2,711 $13,087,307 2,711 N/A
2005 ზეციური სამეფო Fox $47,398,413 $211,652,051 3,219 $19,635,996 3,216 $130,000,000
2006 კარგი წელი Fox $7,459,300 $42,056,466 2,067 $3,721,526 2,066 $35,000,000
2007 ამერიკელი განგსტერი Uni. $130,164,645 $265,697,825 3,110 $43,565,115 3,054 $100,000,000
2008 სიცრუის ერთობლიობა WB $39,394,666 $115,321,950 2,714 $12,884,416 2,710 $70,000,000
2010 რობინ ჰუდი Uni. $105,269,730 $321,669,730 3,505 $36,063,385 3,503 $155,000,000
2012 პრომეთე Fox

ნამუშევრები [რედაქტირება]

ფილმოგრაფია [რედაქტირება]

წელი ფილმი ოსკარი
ნომინაცია გამარჯვება
1977 მედუელეები
1979 უცხო 2 1
1982 სამართებელზე მორბენალი 2
1985 ლეგენდა 1
1987 ის, ვინც მე გამიფრთხილდება
1989 შავი წვიმა 2
1991 თელმა და ლუიზა 6 1
1992 1492: სამოთხის დაპყრობა
1996 თეთრი ბურუსი
1997 ჯარისკაცი ჯეინი
2000 გლადიატორი 12 5
2001 ჰანიბალი
შავი ქორის დაცემა 4 2
2003 შესანიშნავი თაღლითები
2005 ზეციური სამეფო
2006 კარგი წელი
2007 ამერიკელი განგსტერი 2
2008 სიცრუის ერთობლიობა
2010 რობინ ჰუდი
2012 პრომეთე

რეკლამები [რედაქტირება]

მუსიკალური კლიპები [რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: