ვინ გაყიდა კურდღელი როჯერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვინ გაყიდა კურდღელი როჯერი

სტივენ ჩორნის პოსტერი
რეჟისორი რობერტ ზემეკისი
პროდიუსერი ფრენკ მარშალი
რობერტ უოტსი
სცენარის ავტორი ჯეფრი პრაისი
პიტერ სიმენი
ეფუძნება ვინ გაატარა ცენზურაში კურდღელი როჯერი?, ავტორი:
გერი კ. ვულფი
როლებში ბობ ჰოსკინსი
კრისტოფერ ლოიდი
ჩარლზ ფლეიშერი
სტაბი კი
ჯოანა კესიდი
კომპოზიტორი ალან სილვესტრი
ოპერატორი დინ კენდი
მონტაჟი ართურ შმიდტი
კინოსტუდია Amblin Entertainment
დისტრიბუტორი Touchstone Pictures
გამოსვლის თარიღი
  • ივნისი 22, 1988 (1988-06-22)
ხანგრძლივობა 104 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 70 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 329,803,958 აშშ დოლარი

ვინ გაყიდა კურდღელი როჯერი (ინგლ. Who Framed Roger Rabbit) — 1988 წლის ფენტეზის ჟანრის ამერიკული კომედიური ფილმი [1], რომლის რეჟისორია რობერტ ზემეკისი, ხოლო სცენარის ავტორები - ჯეფრი პრაისი და პიტერ სიმენი. ფილმში შერწყმულია ნახატი ანიმაცია და ცოცხალი კადრები. იგი ეფუძნება გერი კ. ვულფის რომანს „ვინ გაატარა ცენზურაში კურდღელი როჯერი?“, რომელშიც მოქმედება მიმდინარეობა ანიმაციური გმირებით დასახლებულ რეალურ სამყაროში.

ფილმში მთავარ, კერძო დეტექტივ ედი ველიანტის როლს ასრულებს ბობ ჰოსკინსი. იგი იძიებს მკვლელობას, რომელშიც თითქოს გარეულია ანიმაციური პერსონაჟი კურდღელი როჯერი. ფილმში ასევე მონაწილეობენ: ჩარლზ ფლეიშერი (როჯერის გახმოვანება), კრისტოფერ ლოიდი (მოსამართლე დუმი, მტერი), ქეთლინ ტერნერი (ჯესიკას, როჯერის ცოლის გახმოვანება) და ჯოანა კესიდი (დელორესი, დეტექტივის მეგობარი).

Walt Disney Productions-მა ფილმის გადაღების უფლება 1981 წელს შეიძინა. გადაღებამდე ჯეფრი პრაისისა და პიტერ სიმენის მიერ დაიწერა სცენარის ორი ვერსია. ამის შემდგომ ისინი წარუდგინეს სტივენ სპილბერგსა და მის კომპანიას Amblin Entertainment, რათა დაფინანსება მოეპოვებინათ.

ზემეკისი ფილმის გადასაღებად აიყვანეს კანადელ ანიმატორ რიჩარდ უილიამსთან ერთად, რომელსაც უნდა ეზრუნა ანიმაციურ სცენებზე. წარმოება ლოს-ანჯელესიდან სტუდიაში Elstree, ინგლისში გადაიტანეს. გადაღებისას ბიუჯეტი გაიზარდა და ძირითად სცენებს უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებდნენ, ვიდრე დაგეგმილი იყო.

როდესაც ფილმი გამოვიდა 1988 წლის 22 ივნისს, ფინანსური წარმატებისა და დადებითი მიმოხილვების გამო, მან გამოიწვია დაინტერესება ამერიკული ანიმაციის ოქროს ხანით და ამერიკულ ანიმაციაში ახალი ეპოქა დაიწყო, კერძოდ - დისნეის რენესანსი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Erickson, Hal. Who Framed Roger Rabbit?. Allmovie. წაკითხვის თარიღი: November 19, 2012.