ჯემალ ქარჩხაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯემალ ქარჩხაძე
დაბ. თარიღი 1936
დაბ. ადგილი უხუთი, ვანის რაიონი
გარდ. თარიღი 1998
გარდ. ადგილი თბილისი
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ქართველი
პერიოდი 1962-2001
ჟანრი მაგიური რეალიზმი
მიმდინარეობა პოსტმოდერნიზმი
დებიუტი "აბზიანიძეების ოჯახი"
Magnum opus იგი(1977) ქარავანი(1984)

ჯემალ ქარჩხაძე (დ. 1936, უხუთი, ვანის რაიონი — გ. 1998, თბილისი) — ქართველი მწერალი. ესეისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1961-1982 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა კულტურის სამინისტროსა და თოჯინების თეატრში.

პირველი მოთხრობა - „აბზიანიძეების ოჯახი“ 1962 წელს გამოაქვეყნა. ამას მოჰყვა მოთხრობების კრებულები და რომანები. 1999 წელს რომანისათვის „განზომილება“ მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

შემოქმედება[რედაქტირება]

რომანები[რედაქტირება]

მოთხრობები[რედაქტირება]

  • აბზიანიძეების ოჯახი
  • ისტორიული რომანი
  • სასწაული
  • გიგანტი
  • მარიანა
  • ოპერაცია „დეიდა ტასო“
  • კაპიტონ მანაგაძის ბოლო ექსპერიმენტი
  • მეთერთმეტე მცნება
  • იგი
  • დღე ერთი
  • მაღალი კაცი
  • დრო
  • ბედნიერების მაძიებელი უფლისწული
  • გუბე
  • სოლომონიანი
  • რაჰათ-ლუხუმი
  • ბიძაჩემი იონა
  • ჭოლა
  • ზღაპარი ხელმწიფის პატარა ქალისა და მწყემსი ბიჭისა
  • მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება

მოთხრობების კრებულები[რედაქტირება]

  • სასწაული – მოთხრობების კრებული, 1967
  • მეთერთმეტე მცნება – მოთხრობების კრებული, 1979
  • დღე ერთი – მოთხრობების კრებული, 1982
  • ანტონიო და დავითი – მოთხრობების კრებული, 1987

ქარჩხაძის ნაწარმოებები თარგმნილია და გამოცემულია რუსულ, ჩეხურ, გერმანულ და სხვა ენებზე. დავით წერედიანთან ერთად ნათარგმნი აქვს ჰალდორ ლაქსნესის „ატომის სადგური“, ლიონ ფეიხტვანგერის „ცრუ ნერონი“, რედიარდ კიპლინგის ზღაპრები, გრიმების ზღაპრები და სხვ. [საჭიროებს წყაროს მითითებას]

ქარჩხაძის პროზა ერთი მხრივ მიჰყება თხრობის ტრადიციულ ეტიკეტს, მაგრამ მეორე მხრივ, მკვეთრად ინდივიდუალური, განუმეორებელია. მწერლის სტილი არ არის სქემატური. ქარჩხაძის ნაწარმოებებს ზნეობრივი მაქსიმალიზმი და უკომპრომისობა ახასიათებს. მისი გმირები სიკეთის მადლით არიან გაჯერებულნი.

თარგმანები[რედაქტირება]

ჯემალ ქარჩხაძის რამდენიმე ნაწარმოები არის ნათარგმნი უცხო ენებზე.შვედეთში გამოიცა 2013 წელს მისი მოთხრობა "ანტონიო და დავითი" ხოლო არაბულად გამოიცა 2014 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ჟურნალი „ცისკარი“, NN3,4,5,6,7 1999 წ.