ვანის მუნიციპალიტეტი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ვანის რაიონი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვანის მუნიციპალიტეტი
IM-vani-ka.svg
ადმინისტრაციული ცენტრი

ვანი

რეგიონი

იმერეთის მხარე

დეპუტატი პარლამენტში

ბეჟან ხურციძე

სიმჭიდროვე

61.9 [1] კაცი/კმ²

ფართობი

557 კმ 2

მოსახლეობის რაოდენობა

33.800 კაცი[2] (2010 წელი)

ეროვნება

ქართველები 99.5%
რუსები 0.3%
აფხაზები 0.1%
აზერბაიჯანელები 0.1%
ოსები 0.04%[3]

ვანის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

ვანის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ქუთაისის მაზრაში, 1917-28 — ქუთაისის მაზრაში, 1929-დან ქუთაისის ოლქში, 1930 წელს გამოიყო ცალკე რაიონად. მუნიციპალიტეტს ესაზრვრება ბაღდათის, სამტრედიის, წყალტუბოს, ადიგენისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები.

სექციების სია

[რედაქტირება] ბუნება

მდებარეობს იმერეთის დაბლობსა და მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე. ტერიტორია — 557 კვ.კმ.

ვანის მუნიციპალიტეტის რელიეფის მთავარი ერთეულებია მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალათა, სამხრეთ იმერეთის გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთი და იმერეთის დაბლობი. ვანის მუნიციპალიტეტის სამხრეთ მთიან ნაწილს ქმნის მესხეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოებები. შუა ნაწილს მოიცავს გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთი, რომელიც ჩრდილოეთით იმერეთის დაბლობში გადადის. ვანის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს იმერეთის დაბლობს, რომელიც აგებულია მეოთხეული და თანამედროვე ალუვიური ნალექებით. დაბლობზე ალუვიურ-ღორღიან და თიხა-ღორღიან ნალექებზე ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული ეწერი და ალუვიური ნიადაგები, გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში - წითელმიწა, ყვითელმიწა და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები. მთის ფართოფოთლოვან ტყის ზონაში განვითარებულია ტყის ყომრალი ნიადაგები. მესხეთის ქედის ყველაზე მაღალ ადგილებში სუბალპურ და ალპური მდელოების ქვეშ მთის მდელოს კორდიან-ტორფიანი ნიადაგია.

[რედაქტირება] ჰავა

მუნიციპალიტეტში ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 13,9 °C, იანვარი 4,1 °C, ივლისი 23,4 °C. ნალექები 1380 მმ წელიწადში. უხვი ნალექი მოდის შემოდგომასა და ზამთარში. თოვლის საფარი დაბლობზე საშ.10-12 სმ სისქისაა და მისი ხანგრძლივობა წელიწადში 2 კვირას არ აღემატება. მაღალ მთებში თოვლის სისქე 2 მ-ზე მეტია და წელიწადში 3-4 თვე დევს.

[რედაქტირება] შიდა წყლები

ჩრდილოეთით მუნიციპალიტეტის საზღვარს გასდევს მდინარე რიონი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები , სულორი, ყუმური, წაბლარისწყალი და სხვები. მდინარეებს სათავეები მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე აქვთ, ზღვის დონიდან 1500 მ. საზრდოობენ წვიმის, თოვლისა და მიწის ქვეშა წყლით.

[რედაქტირება] ფლორა და ფაუნა

ვანის მუნიციპალიტეტში 1048 სახის მცენარეა. დაბლობი ძირითადა გამოყენებულია სასოფლო სამეურნეო კულტურებისათვის. გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში გვხვდება კოლხური ტყის უმნიშვნელო კორომები, რომლის შემქმნელი მთავარი ჯიშებია წიფელი, წაბლი, ქართული მუხა, რცხილა და სხვ. იგი მდიდარია მარად მწვანე ბუჩქებითა (წყავი, შქერი, თაგვისარა, ბაძგი) და ლიანებით. უფრო ზემოთ გავრცელებულია წიწვიანები - ნაძვი და სოჭი, ფართოფოთლოვანებიდან - წიფელი. ტყის ზედა საზღვართან განვითარებულია სუბალპურ პარკული ტყე, რომელსაც ქმნის არყი, ნეკერჩხალი, ცირცელი და სხვა. სუბალპურ ზონაში (1900 მ-იდან 2300 მდე) გამოიყოფა მცენარეთა სამი ძირითადი დაჯგუფება: სუბალპური მდელოები (ბარისპირა, ნემსიწვერა, მედგარი, შვრიელა წივანა და სხვ.), ლიხი (დიყი, დუცი, მზიურა, ხარისშუბლა, დეზურა, შროშანი და სხვ.) და სუბალპური ბუჩქნარები (დეკა, იელი, ღვია, მაჯაღვერი). ზღვის დონიდან 2300 მეტრის ზემოთ ალპური მდელოებია. სუბალპური და ალპური მდელოები გამოყენებულია სათიბ-საძოვრად.

მაღალ მთიან მდელოებზე გვხვდება არჩვი, კურდღელი, პრომეთეს მემინდვრია, შურთხი, ორბი, მთის ტოროლა და სხვ.; ტყის ზონაში - დათვი, მგელი, ტყის კატა, კვერნა, გარეული ღორი, ირემი, შველი, ზღარბი და სხვ.

[რედაქტირება] წიაღისეული

მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა სამშენებლო მასალები — ანდეზიტი, ბაზალტი, ალებასტრი (ინაშაური), კერამიკული თიხა, კირქვა (ისრითი), მინერალური წყლები (ინაშაური, სულორი, ჭოკინა), თერმული წყლები (ამაღლება, საპრასია)

[რედაქტირება] ადგილობრივი თვითმმართველობა

მუნიციპალიტეტში 44 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 43 სოფელი. ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის იყოფა შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებად:

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ერთადერთი ფრაქციაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვანის აღმშენებლობისათვის“. საჯრებულოს კომისიებია: ინფრასტრუქტურის კომისია, ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომისია, საფინანსო-საბიუჯეტო კომისია, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა კომისია, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისია.

[რედაქტირება] ეკონომიკა

[რედაქტირება] სოფლის მეურნეობა

ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, ვანის მუნიციპალიტეტის მთელი ფართობიდან სავარგულებს უკავია 16,2 ჰა. აქედან: სახნავი 4,8 ათ. ჰა, მრავალწლიანი ნარგავი 5,4 ათ. ჰა. ნასვენი 0,4 ჰა სათიბი 0,1 ათ. ჰა , საძოვარი 5,5 ათ. ჰა. სოფ. მეურნეობაში წამყვანია მევენახეობა (2,6 ათ. ჰა). ვაზის მთავარი ჯიშებია: ცოლიკოური, ციცქა და ალადასტური. განვითარებულია აგრეთვე მებოსტნეობა, განსაკუთრებით კი ხახვის მოყვანა (680 ჰა). ჩაის ბუჩქი გაშენებულია 170 ჰა-ზე. მსხვილფეხა რქოსანი საქონელი 18,6 ათ. სულია, მ. შ. 6,5 ათ. ფური. სოფ. მეურნეობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეფუტკრეობა (1020 ძირი სკა), მეფრინველეობა. მუნიციპალიტეტში არის ციტრუსებისა და სუბტროპიკული კულტურების ჯიშთა გამოცდის სახელმწიფო პუნქტი (70 ჰა) და თესლის ლაბორატორია.

[რედაქტირება] მრეწველობა

მუნიციპალიტეტში არის კვების მრეწველობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის (ღვინის და საკონსერვო ქარხნები) საწარმოები. მთავარი სამრეწველო საწარმოებია ვანის, ზეინდრისა და ამაღლების ღვინის ქარხნები. ამაღლებაში არის აგრეთვე საკონიაკო საამქრო, საიდანაც იგზავნება მზა მასალა ვარციხის კონიაკის ქარხანაში.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები. მათი საერთო სიგრძეა 175 კმ.

[რედაქტირება] ტურიზმი

ვანის მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტურიზმს. ყველაზე ცნობილი ტურისტული ობიექტია ვანის ანტიკური ნაქალაქარი. მუნიციპალიტეტის სოფლებში ასევე მრავლადაა ისტორიული ძეგლები.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე ორი ბალნეოლოგოური კურორტია:სულორი და ამაღლება.

[რედაქტირება] სოციალური სფერო

[რედაქტირება] განათლება

მუნიციპალიტეტში 32 საჯარო, 2 კერძო და ერთი სასულიერო სკოლაა, მოსწავლეების საერთო რაოდენობაა 3559. მუნიციპალიტეტში არის 1 პროფტექნიკური სასწავლებილი, 1 მუსიკალური სკოლა, 1 სპორტსკოლა და 1 საფეხბურთო სკოლა, 19 საბავშვო ბაღი, 2 კულტურის სახლი, 1 კინოთეატრი. მუნიციპალიტეტში არის 34 ბიბლიოთეკა და 4 თეატრი.

[რედაქტირება] ჯანდაცვა

მოსახლეობას ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება საავადმყოფო, პოლიკლინიკა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება 03, 17 ამბულატორია და 46 ექიმი.

[რედაქტირება] რელიგია

ვანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. მუნიციპალიტეტში 38 ტაძარი მოქმედებს.

[რედაქტირება] კულტურა

მუნიციპალიტეტში მოქმედებს უხუცეს მომღერალთა ფოლკლორული გუნდები ,,სულორი”, ,,ტობანიერი”, ,,შუამთა”, ,,დუცხუნი”, აგრეთვე ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები ,,იმედი”, ,,აისი“, ხალხურ საკრავთა ანსამბლი ,,მერცხალი”, ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი ,,საჩინო”.

[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობანი

[რედაქტირება] ისტორიული ძეგლები

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიული ძეგლები:

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ლეგენდის ტანახმად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დგას ჯვარი, რომელიც ანდრია პირველწოდებულმა აღმართა.

[რედაქტირება] მუზეუმები

მუნიციპალიტეტის მუზეუმებია:

[რედაქტირება] პიროვნებები

[რედაქტირება] სქოლიო

  1. გალაკტიონი — პოეტების მეფე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე