პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია
السلطة الوطنية الفلسطينية


30 დეკემბერი 199426 დეკემბერი 2013
დროშა გერბი
ჰიმნი
Biladi
დედაქალაქი რამალა, იერუსალიმი
ფულის ერთეული ისრაელის შეკელი, იორდანიული დოლარი
ფართობი 0

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია (პეა ან პა; არაბ. السلطة الوطنية الفلسطينية ას-სულთა ალ-უათანიაჰ ალ-ფილასტინიაჰ) — ადმინისტრაციული ორგანიზაცია შექმნილი პალესტინის ტერიტორიების მმართველობისთვის.

პალესტინის ეროვნული ხელისუფლება 1994 წელს, პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციასა და ისრაელის მთავრობას შორის დადებული ოსლოს ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოყალიბდა, როგორც ხუთ წლიანი დროებითი მთავრობა რომლის დროსაც ტერიტორიის საბოლოო სტატუსი მხარეებს შორის მოლაპარაკებით (რომელიც არ შედგა) უნდა გარკვეულიყო. ოსლოს შეთანხმების მიხედვით, პალესტინის მთავრობა იღებდა პალესტინის ურბანულ ტერიტორიაზე სამოქალაქო საკითხების სრული ("არეა A") და გარეუბნებში შეღუდული კონტროლის უფლებას ("არეა B"). დანარჩენი ტერიტორია, ებრაელების დასახლებები, იორდანიის დაბლობი და დასახლებების დამაკავშირებელი გზების კონტროლი გადადიოდა ისრაელის ხელში ("არეა C"). აღმოსავლეთი იერუსალიმის საკითხი შეთანხმებაში არ შედიოდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]