რამი ჰამდალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რამი ჰამდალა ( არაბ. رامي حمدالله დ. 10 აგვისტო, 1958, ანაბტა, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი ) — პალესტინელი მეცნიერი, დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ან-ნაჯას უნივერსიტეტის რექტორი. პალესტინის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 2 ივნისიდან 2019 წლის 10 მარტამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამი ჰამდალა დაიბადა 1958 წლის 10 აგვისტოს ანატბეში, დასავლეთ სანაპიროზე. 1980 წელს დაამთავრა იორდანიის უნივერსიტეტი. 1982 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის უნივერსიტეტში. 1988 წელს დაამთავრა ლანკასტერის უნივერსიტეტი. მიიღო დოქტორის ხარისხი ენათმეცნიერებაში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამი ჰამდალა
არაბ. رامي حمدالله
რამი ჰამდალა არაბ. رامي حمدالله
რამი ჰამდალა. 2013 წელი.
პალესტინის დროშა პალესტინის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 ივნისი 2013 – 10 მარტი 2019
პრეზიდენტი  მაჰმუდ აბასი
წინამორბედისალიამ ფაიადი
მემკვიდრემუჰამედ შტაიე

დაბადებული10 აგვისტო 1958
მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი
პოლიტიკური პარტიაფათხი
განათლებაიორდანიის უნივერსიტეტი
მანჩესტერის უნივერსიტეტი
ლანკასტერის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხიფილოსოფიის დოქტორი
პროფესიაინჟინერ-მშენებელი, ეკონომისტი
რელიგიაისლამი სუნიზმი

ჰამდალა 1982 წელს დაიქირავეს ინგლისური ენის ინსტრუქტორად ან-ნაჯის ეროვნულ უნივერსიტეტში. 1998 წელს დაინიშნა უნივერსიტეტის პრეზიდენტად. უნივერსიტეტის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს 15 წლის განმავლობაში მან გაასამაგა სტუდენტების რაოდენობა 20 ათას სტუდენტამდე 4 კამპუსში და გახსნა სტუდენტური საავადმყოფო 400 საწოლით. 2002 წლიდან 2013 წლამდე ჰამდალა იყო პალესტინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გენერალური მდივანი. [1] 2011 წელს იყო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. [2] [3] ჰამდალა ასევე მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდში და პატივისცემით სარგებლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის.

პალესტინის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 2 ივნისს ჰამდალა დაინიშნა პალესტინის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრად. [4] [5] რიგი წყაროები მიიჩნევენ, რომ ჰამდალა არის პოლიტიკურად დამოუკიდებელი ფიგურა და მისი დანიშვნა მიუთითებს გარკვეულ პროგრესზე ფათხის და ჰამასის შერიგების პროცესში. ითვლებოდა, რომ შეიქმნებოდა ტექნოკრატების მთავრობა, რომლის მთავარი ამოცანა იქნებოდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მომზადება დასავლეთ სანაპიროზე და ღაზას სექტორში. [6]

2013 წლის 6 ივლისს რამი ჰამდალა ოფიციალურად შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას. [7] დადო ფიცი პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის თანდასწრებით რამალაში, მის რეზიდენციაში, შეცვალა სალამ ფაიადი. [8] მან ახალი კაბინეტის შემადგენლობა გამოაცხადა, რომელშიც 24 მინისტრი შედიოდა. ახალი მთავრობის სტრუქტურამ გარკვეული ცვლილებები განიცადა. კერძოდ, ჰამდალამ გააუქმა კულტურისა და ეკოლოგიის სამინისტროები, ასევე გააერთიანა რამდენიმე სამინისტრო. ერთ-ერთი ვიცე-პრემიერის პოსტი ზიად აბუ ამრომ დაიკავა, რომელიც მანამდე საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. პალესტინის საინვესტიციო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი მოჰამედ მუსტაფა ეკონომიკური მრჩეველი გახდა. რიად ალ-მალიქმა და საიდ აბუ ალიმ შეინარჩუნეს თანამდებობები, შესაბამისად, დარჩნენ საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელების თანამდებობებზე. ფინანსთა ახალ მინისტრად ბანკირი და ეკონომისტი შუქრი ბიშარა დაინიშნა. [9]

2013 წლის 23 ივლისს, მისი დანიშვნიდან ორი კვირის შემდეგ, რამი ჰამდალა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. [10] [11] ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე ჰამდალა აგრძელებდა დროებით პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას. [12]

19 სექტემბერს ჰამდალამ შექმნა ახალი მთავრობა. [13]

2014 წლის 25 აპრილს რამი ჰამდალა გადადგა. [14]

2 ივნისს, რამალაში, მუქატაას რეზიდენციაში, პალესტინის სახელმწიფოს პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა, ფათხსა და ჰამასს შორის 23 აპრილის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ [15] ფიცი დადო ახალი ეროვნული ერთიანობის მთავრობის წინაშე, რომლის [16] პრემიერ-მინისტრი იყო რამი ჰამდალა. [17] ახალ ტექნოკრატიულ მთავრობაში 17 მინისტრი შედიოდა, მათ შორის 5 ქრისტიანი, [18] ჰამდალამ მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი. [19]

2019 წლის 29 იანვარს პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა მიიღო კოალიციური მთავრობის გადადგომა ჰამდალას ხელმძღვანელობით. Bloomberg-ის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის გადადგომა იყო აბასის სურვილის შედეგი, რომ შეესუსტებინა ჰამასის ისლამისტური მოძრაობა. აბასმა გამოთქვა სურვილი, რომ ახალ მთავრობაში შესულიყვნენ მხოლოდ პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის წევრები ფათხის ჩათვლით, რომლის ლიდერიც თავადაა. ჰამდალას კაბინეტის გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი იყო გადაუჭრელი პოლიტიკური წინააღმდეგობები ორ ჯგუფს — ფათხსა და ჰამასს შორის, რის გამოც პალესტინის მთავრობა რეალურად არ აკონტროლებდა ღაზას სექტორს. ჰამასმა ნეგატიურად აღიქვა ჰამდალას მთავრობის გადადგომა და აბასის გადაწყვეტილება, ამაში დაინახა ისლამისტური ჯგუფის პალესტინის მმართველობისგან განდევნის სურვილი. [20]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Palestinians Give Mixed Reaction to New Prime Minister. ციტირების თარიღი: 2014-06-02
  2. Rami Hamdallah Appointed Prime Minister Of Palestine By President Mahmoud Abbas. ციტირების თარიღი: 2014-06-02
  3. Palestinian Authority picks Rami Hamdallah as prime minister - Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2014-06-02
  4. 5 января 2013 года в связи с частичным признанием Государства Палестина и получением статуса государства-наблюдателя в ООН, руководство Палестинской национальной администрации (ПНА) приняло решение о переименовании поста премьер-министра ПНА в пост премьер министра государства. Ряд стран, имевших отношения с ПНА, но не признавших Государство Палестина, сохраняют свои взаимоотношения с ПНА.
  5. ISABEL KERSHNER. ; Fares Akram (2013-06-03) Palestinian Authority Selects Professor to Be Next Premier. nytimes.com. ციტირების თარიღი: 2013-08-06.
  6. Вести.Ru: Новым премьер-министром Палестины назначен Рами Хамдалла. ციტირების თარიღი: 2013-08-03.
  7. New Palestinian prime minister submits resignation after two weeks - World - The Boston Globe. ციტირების თარიღი: 2017-10-01
  8. New Palestinian prime minister offers resignation | Reuters. ციტირების თარიღი: 2017-10-01
  9. Вести.Ru: Новый премьер Палестины огласил состав кабинета министров. ციტირების თარიღი: 2013-08-03
  10. Вести.Ru: Аббас принял отставку палестинского премьера. ციტირების თარიღი: 2013-08-03
  11. NEWSru.co.il - новости Израиля :: Премьер-министр ПА Рами Хамдалла подал в отставку через две недели после назначения. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-04. ციტირების თარიღი: 2014-06-02
  12. Abbas accepts resignation of Palestinian prime minister - CNN.com. ციტირების თარიღი: 2014-06-02
  13. Архивированная копия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-24. ციტირების თარიღი: 2014-06-02
  14. ИТАР-ТАСС: Международная панорама - Премьер-министр Палестины Рами Хамдалла подал в отставку. ციტირების თარიღი: 2014-06-02
  15. ИТАР-ТАСС: Международная панорама - ФАТХ и ХАМАС договорились о создании правительства национального единства. ციტირების თარიღი: 2014-06-02.
  16. ФАТХ и ХАМАС сформировали правительство единства - BBC Russian - Лента новостей. ციტირების თარიღი: 2014-06-02.
  17. ИТАР-ТАСС: Международная панорама - Махмуд Аббас привел к присяге палестинское правительство национального единства. ციტირების თარიღი: 2014-06-02.
  18. NEWSru.co.il - новости Израиля :: В Рамалле приведено к присяге новое палестинское правительство. ციტირების თარიღი: 2014-06-02.
  19. Палестинский лидер Аббас приводит к присяге кабинет нацсогласия | РИА Новости. ციტირების თარიღი: 2014-06-02.
  20. Аббас принял отставку правительства Палестины. Росбизнесконсалтинг (2019-01-29). ციტირების თარიღი: 2019-01-29.