მაჰმუდ აბასი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაჰმუდ აბასი

მაჰმუდ აბასი (არაბ. محمود عباس‎‎), პარტიული მეტსახელი "აბუ მაზენი" (ابو مازن‎) (დ. 26 მარტი, 1935, ცფატი) — პალესტინელი პოლიტიკოსი, პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელი, მოძრაობა ფათხის თავმჯდომარე.

დაამთავრა დამასკოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და პატრის ლულუმბას ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის ასპირანტურა. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოსკოვის ფილიალში თემაზე "საიდუმლო კავშირი ნაციზმსა და სიონიზმს შორის", რომლის ძირითადი იდეები ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ჰოლოკოსტის უარყოფად შერაცხა. მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი ევგენი პრიმაკოვი იყო. გამოცემული აქვს 11 წიგნი.


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე