ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება 1774)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მემორიალური დაფა ზავის ხელმოწერის ადგილზე

ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება 1774 - რუსეთისა და ოსმალეთს შორის 1774 წლის 10-21 ივლისს სოფელ ქუჩუკ-კაინარჯში დადებული ხელშეკრულება, რომლითაც დამთავრდა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წწ. ომი. ევროპელი დიპლომატების მტრული პოზიციისა და რთული საშინაო ვითარების მიუხედავად, რუსეთმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია:გადაეცა ტერიტოარია დნეპრსა და ბუგს შორის, სიმაგრეები შავ ზღვაზე - კინბურნი, ქერჩი და იენიკალე; რუსეთის სავაჭრო ფლოტს შავ ზღვაზე თავისუფალი ნაოსნობისა და სრუტეებში გავლის ნება დართო; კავკასიაში რუსეთის საზღვარი მდინარე ეისა და თერგის ხაზზე გავიდა; ყირიმის სახანოს დამოუკიდებლობა მიენიჭა (გათავისუფლდა ოსმალეთის ბატონობისგან). ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებამ ხელი შეუწყო ზღვაზე ვაჭრობის განვითარებისა და რუსეთის სამხედრო სტარატეგიული პოზიციის განმტკიცებას.

ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების 23-ე მუხლი საქართველოს ეხებოდა. ოსმალეთი "საზეიმოდ" აცხადებდა, რომ იგი ამიერიდან "სამუდამოდ" იღებდა ხელს იმერეთისაგან ხარკის მოთხოვნაზე, საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების შევიწროვებაზე. ხელშეკრულებაში იყო სადავო ადგილებიც - იმერეთის ციეხებს (ბაღდათი, შორაპანი, ქუთაისი), რომელიც რუსეთის ჯარმა გაათავისუფლა, რუსეთი იმის საკუთრებად ცნობდა, "ვისაც იგი ძველთაგან ეკუთვნოდა", ხოლო ოსმალეთს უკრძალავდა საქართველოში ახალი რაიონების (ის, რაც "ძველთაგან არ ეკუთვნოდა") მითვისებას; დამარცხებულმა ოსმალეთმა ვერ შეძლო ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების სადავო მუხლების ტავის სასარგებლოდ გამოყენება. ამიტომ სოლომონ I-მა საშუალება არ მისცა ოსმალეთს ხელახლა გაბატონებულიყო იმერეთში, ქვეყანა დამშვიდდა და მოსახლეობამაც მნიშვნელოვნად იმატა.

ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებით რუსეთმა მიიღო უფლება გამოსარჩლებოდა ოსმალეთის უღელქვეშ მყოფ ქრისტიან ხალხებს (ქართველები, მოლდაველები, რუმინელები), რაც ოსმალეთის საშინაო საქმეებში ჩარევას ნიშნავდა. ეს კი ხელს უწყობდა ბალკანეთისა და კავკასიელი ხალხების განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობას.

[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე