სისტოვის ხელშეკრულება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სისტოვის ხელშეკრულება — სამშვიდობო ხელშეკრულება ავსტრიასა და ოსმალეთის იმპერიას შორის. ხელი მოაწერეს 1791 წლის 4 აგვისტოს, თანამედროვე ბულგარეთის ქალაქ სისტოვში. ხელშეკრულებამ დაასრულა 1787-1791 წლების ავსტრია-ოსმალეთის ომი და საერთო ჯამში ავსტრია-ოსმალეთის ომები.

ავსტრიის მხრიდან ხელი მოაწერეს ბარონმა რადკეალმა და გრაფმა ესტერგაზიმ, ხოლო ოსმალეთის მხრიდან აბდულა ბირიმ, ისმეთ იბრაჰიმმა და მეჰმედ დურიმ.

1790 წლის 19 სექტემბერს ჟურჟევეში დაიდო დროებითი ხელშეკრულება, რასაც მალევე მოჰყვა სისტოვის ხელშეკრულებაც. ხელშეკრულებამ მიუხედავად ავსტრიისა და მისი მოკავშირე რუსეთის წარმატებისა აღადგინა ომამდე არსებული სტატუს-კვო. ავსტრიამ ოსმალეთს დაუბრუნა ყველა დაპყრობილი ტერიტორია ხოტინის ციხესიმაგრის შემოგარენის გარდა და პირობა დადო, რომ დააბრუნებდა რუსეთ-ოსმალეთის დაზავებისთანავე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Acton, John, The Cambridge Modern History. Macmillan & Company. 1904