ქიმიური კინეტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქიმიური კინეტიკა — ქიმიური რეაქციების კინეტიკა, მოძღვრება ქიმიურ რეაქციათა სიჩქარეებისა და მათი მექანიზმების შესახებ. გარდაქმნების პირველი გამოკვლევები ჩატარდა XX საუკუნის შუა წლებში. გერმანელმა ქიმიკოსმა ლუდვიგ ვილჰელმიმ (გერმ. Ludwig Ferdinand Wilhelmy) შეისწავლა შაქრის ლერწმის ინვერსიის სიჩქარე.

1884 წელს ვანტ-ჰოფმა განაზოგადა იმ დროისთვის დაგროვილი ფაქტობრივი მასალა და თავის შრომაში ჩამოაყალიბა კლასიკური კინეტიკის საფუძვლები. მან მათემატიკურად გამოსახა ქიმიური კინეტიკის ძირითადი კანონები (ვანტ-ჰოფის კანონი). მანვე დაადგინა რეაქციის სიჩქარის მუდმივას თერმოდინამიკური დამოკიდებულება ტემპერატურაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]