ფუძეები
ფუძე(ინგ. Base) – რთული ნივთიერებაა, რომლის მოლეკულა შედგება მეტალის ატომისა და მასთან შეერთეებული ჰიდროქსილის ერთი ან რამდენიმე ჯგუფისაგან. ფუძეები ისეთი ელექტროლიტებია, რომლებიც წყალხსნარებში დისოცირდება და წარმოქმნის ჰიდროქსილიონებს.მაგ:
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
- KOH ↔ K+ + OH-
- NH4OH ↔ NH4+ + OH-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
როგორც ჩანს. ფუძეების დისოციაცია წყალხსნარებში წარმოიქნება მეტალის იონები და ჰიდროქსილ–იონები. ჰიდროქსილ–იონთა რაოდენობა ფუძის მოლეკულაში მის მჟავურობას განსაზღვრავს. მაგალითად: NaOH ერთმჟავური ფუძეა, Ba(OH)2 - ორ მჟავურია.
ფუძეთა ძალა დამოკიდებულია მათი დისოციაციის ხარისხზე.
ფიზიკური თვისებები [რედაქტირება]
ფუძეები მყარი ნივთერებებია, რომელსაც სხვადასხვა შეფერილობა აქვს, მაგალითად ნატრიუმის ჰიდროჟანგი NaOH, კალიუმის ჰიდროჟანგი KOH, კალციუმის ჰიდროჟანგი Ca(OH)2 თეთრია, რკინის ჰიდროჟანგი Al(OH)3 მურა წითელია, კობატის ჰიდროჟანგი Co(OH)3 ვარდისფერია. მეტალების მეტი წილი წყალში უხსნადია. კარგად იხსნება წყალში ნატრიუმის, კალიუმის, ბარიუმის და შედარებით ნაკლებად კალციუმის ჰიდროჟანგები.
ქიმიური თვისებები [რედაქტირება]
ფუძეები იყოფა ორ ჯგუფად:წყალში ხსნად და უხსნად ფუძეებად.
წყალში ხსნად ფუძეებს ტუტეები ეწოდება. ტუტეებია NaOH, KOH და სხვა. მათ ძლიერი ტუტე რეაქცია აქვთ. ტუტეების ხსნარების აორთქლებისას გამოიყოფა მყარი ტუტე. ამონიუმის ჰიდროჟანგი NH4OH აორთქებისას იშლება ამიაკად და წყლად:
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
- NH4OH = NH3 + H2O
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
რომელთაგან ორივე ორთქლდება.
1.ფუძეების ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა ურთიერთქმედება მჟავასთან, რომლის დროსაც მიიღება მარილი და წყალი:
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
- 2NaOH+H2SO4=Na2SO4+2H2O
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
ამ რეაქციის შედეგად მიღებულ ხსნარში არ არის არც მჟავა და არც ტუტე.
ხსნარს,რომელშიც არ არის არც მჟავა და არც ტუტე, ნეიტრალური ხსნარი ეწოდება.
მჟავასთან რეაქციაში შედიან ასევე უხსნადი ფუძეებიც:
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
- Cu(OH)2+2Cl=CuCl2+2H2O
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
მჟავას ურთიერთქმედებას ფუძესთან, რის შედეგადაც მიიღება მარილი და წყალი, ნეიტრალიზაციის რეაქცია ეწოდება.
2.ტუტეები ურთიერთმოქმედებს მჟავაოქსიდებთან:
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
- 2NaOH+CO2=Na2CO3+H2O
- KOH+SO3=K2SO4+H2O
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
3.ტუტე ურთიერთქმედებს მარილთან, თუ რეაქციის შედეგად გამოიყოფა წყალში უხსნადი ფუძე ან მარილი:
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
- 2NaOH+CuCl2=Cu(OH)2(ილექება)+2NaCl
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
4.წყალში უხსნადი ფუძე გახურებით იშლება:
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
- Cu(OH)2 → CuO+H2O
- 2Fe(OH)3 → Fe2O3+3H2O
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
5.ტუტეების კონცენტრირებული ხსნარები მოქმედებს ორგანულ ნივთიერებებზე და შლის მათ. ამიტომ NaOH-ს, KOH-ს და სხვ. მწვავე ტუტეებს უწოდებენ სხეულზე მათი მოხვედრა ძალიან სახიფათოა.
|
|||||||||||||||||
სტატიის