ატომის ბირთვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბირთვი.
ატომის ბირთვის მოდელი

ატომის ბირთვიატომის ცენტრალური ნაწილი, რომელშიც თავმოყრილია ატომის მთელი დადებითი მუხტი და თითქმის მთელი მასა. ატომის ბირთვის (ან მოკლედ ბირთვის) არსებობა ექსპერიმენტულად დაადგინა ერნესტ რეზერფორდმა 1911 წელს. ბირთვი ატომში იკავებს უმნიშვნელო მოცულობას. ატომის თითქმის მთელი მასა მის ბირთვშია თავმოყრილი, ამიტომ ამ უკანასკნელის სიმკვრივე მეტად დიდია. ბირთვული ნივთიერების 1 სმ³ დაახლოებით ას მილიონ ტონას აიწონიდა.

ატომის ბირთვი შედგება პროტონებისა და ნეიტრონებისაგან. ამ ნაწილაკებს ნუკლონებს უწოდებენ. ატომური ერთულებით გამოსახული პროტონისა (1,00758) და ნეიტრონის (1,00897) მასა ახლოსაა ერთთან, მაშინ, როდესაც ელექტრონის მასა იმავე ერთეულებით 0,000548 უდრის. ამიტომ ელექტრონული გარსის სრული მასა ატომის ბირთვის მასასთან შედარებით უმნიშვნელოა. ბირთვის მასა განსაზღვრავს ატომის თითქმნის მთლიან მასას და ახლოსაა მთელ რიცხვთან. ამ მთელ რიცხვს (A) ატომის ბირთვის მასურ რიცხვს უწოდებენ, ატომის ბირთვში შემავალი პროტონების რიცხვს (Z) კი - ბირთვის ატომურ ნომერს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]