ფილიპ I (საფრანგეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფილიპ I

ფილიპ I (ფრანგ. Philippe Ier, დ. 23 მაისი, 1052 — გ. 29 ივლისი, 1108) — საფრანგეთის მეფე 1060–1108 წლებში. კაპეტინგების დინასტიის მეოთხე მეფე. ანრი I-ს (1008–1060) და პრინცესა ანა კიეველის (1024–1075) შვილი. შეეცადა ჩარეულიყო ფლანდრიის საქმეებში, მაგრამ სასტიკად დამარცხდა 1071 წლის კასელის ბრძოლაში. სარგებლობდა ინვესტიტურისა და სიმონიის უფლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]