უილიამ გლადსტონი
| უილიამ გლადსტონი William Gladstone |
||
![]() |
||
| გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 15 აგვისტო, 1892 – 2 მარტი, 1894 | ||
| მონარქი | ვიქტორია | |
| წინამორბედი | მარკიზი სოლსბერი | |
| მემკვიდრე | გრაფი როსბერი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 1 თებერვალი, 1886 – 20 ივლისი, 1886 | ||
| მონარქი | ვიქტორია | |
| წინამორბედი | მარკიზი სოლსბერი | |
| მემკვიდრე | მარკიზი სოლსბერი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 23 აპრილი, 1880 – 9 ივნისი, 1885 | ||
| მონარქი | ვიქტორია | |
| წინამორბედი | ბენჯამინ დიზრაელი | |
| მემკვიდრე | მარკიზი სოლსბერი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 3 დეკემბერი, 1868 – 17 თებერვალი, 1874 | ||
| მონარქი | ვიქტორია | |
| წინამორბედი | ბენჯამინ დიზრაელი | |
| მემკვიდრე | ბენჯამინ დიზრაელი | |
|
|
||
| დაბადებული | 29 დეკემბერი, 1809 ლივერპული, დიდი ბრიტანეთი |
|
| გარდაცვლილი | 19 მაისი, 1898 ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
|
| ეროვნება | ბრიტანელი | |
| პოლიტიკური პარტია | კონსერვატორი პილისტი ლიბერალი |
|
| მეუღლე | კატერინე გლინ-გლადსტონი | |
| რელიგია | ანგლიკანი | |
| ხელმოწერა | ||
უილიამ ევარტ გლადსტონი (დ. 29 დეკემბერი, 1809 — გ. 19 მაისი, 1898) იყო ბრიტანელი პოლიტიკოსი, ოთხგზის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი (1868-1874, 1880-1885, 1886 და 1892-1894 წლებში), ასევე ოთხგზის ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი (1853-1855, 1859-1866, 1873-1874, და 1880-1882 წლებში). უილიამ გლადსტონი ერთადერთი ბრიტანელი პოლიტიკოსია, ვისაც პრემიერ-მინისტრად ოთხგზის უმსახურია. გლადსტონი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან საბოლოოდ 1894 წელს, 84 წლის ასაკში გადადგა, რითაც მან ბრიტანეთის ყველაზე ხანდაზმული პრემიერის ტიტული დაიმსახურა.
გლადსტონის პოლიტიკური კარიერა პარლამენტის წევრობით დაიწყო, 1832 წელს. თავდაპირველად გლადსტონი უმაღლესი კონსერვატორი იყო, თუმცა სერ რობერტ პილის კაბინეტში მსახურობის პერიოდში იგი უფრო ლიბერალური გახდა. 1846 წელს პილმა და კონსერვატიული პარტიის ერთმა ფაქციამ, მათ შორის გლადსტონმაც, განხეთქილების შედეგად პარტია დატოვეს და პილისტებად იქცნენ. 1859 წელს, პილისტებმა, რადიკალებმა და ვიგების პოლიტიკურმა გაერთიანებებმა ერთობლივად დაარსეს ბრიტანეთის ლიბერალური პარტია, რომელიც 1915 წლამდე უმეტესი დრო ბრიტანეთის მმართველი პარტია იყო. გლადსტონმა სახელი გაითქვა, როგორც განსაკუთრებით ეფექტურმა ფინანსთა მინისტრმა, ლორდი აბერდინის 1852-55 წლების კაბინეტში. თუმცა 1855 წელს, აბერდინის მთავრობა დამარცხდა, გლადსტონმა კი უარი განაცხადა ლორდ პალმერსტონის მთავრობაში მსახურობაზე და ოპოზიციაში გადაინაცვლა. ყველასათვის გასაკვირად და იმ ანტიპათიის მიუხედავად, რაც გლადსტონს პალმერსტონის მიმართ გააჩნდა, 1859 წელს გლადსტონი მაინც შეუერთდა პრემიერ პალმერსტონის მთავრობას, ფინანსთა მინისტრის პოსტზე.
უილიამ გლადსტონი ცნობილია მისი ანტიპათით კონსერვატიული პარტიის ლიდერის ბენჯამინ დიზრაელის მიმართ. მათი პაექრობა არამარტო პოლიტიკური, არამედ პირადიც იყო და რამდენიმე დეკადა გასტანა. გლადსტონს არც დედოფალ ვიქტორიასთან ქონია შეხმატკბილებული ურთიერთობა. თავდაპირველად ისინი ერთმანეთს ეწყობოდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც პრინც ალბერტის გარდაცვალებით ღრმად დამწუხრებულ დედოფალს გლადსტონი აქტიურად მოუწოდებდა სახელმწიფო საქმეებში ხელახლა აქტიურად ჩართვისაკენ, დედოფალსა და მას კარგი ურთიერთობა აღარ ქონიათ. ასევე ცნობილია ის ფაქტიც, რომ დედოფალ ვიქტორიას გლადსტონის ოპონენტის, დიზრაელის მიმართ დიდი სიმპათია გააჩნდა.
ბრიტანეთის კონსერვატორი პრემიერ მინისტრები მარგარეტ ტეტჩერი და უინსტონ ჩერჩილი გლადსტონს იგონებდნენ, როგორც მათ პოლიტიკურ მუზას და ხაზს უსვამდნენ გლადსტონის სიძულვილსსოციალიზმის მიმართ.
სტატიის 