ჰაროლდ მაკმილანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰაროლდ მაკმილანი

ჰაროლდ მაკმილანი (ინგლ. Harold Macmillan; დ. 10 თებერვალი, 1894, ლონდონი — გ. 29 დეკემბერი, 1986) — დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მოღვაწე. განათლება მიიღო იტონისა და ოქსფორდის უნივერსიტეტში. პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა 1924 წელს, როდესაც კონსერვატიული პარტიიდან თემთა პალატაში აირჩიეს. 1940-1945 წლებში, სხვადასხვა თანამდებობა ეკავა უინსტონ ჩერჩილის კაბინეტში. 1951 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლების სათავეში კონსერვატორთა დაბრუნების შემდეგ იყო საყოფაცხოვრებო მშენებლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (1951-1954), თავდაცვის (1954-1955), საგარეო საქმეთა (1955), ფინანსთა (1955-1957) მინისტრი. ეგვიპტეში ინგლის-საფრანგეთ-ისრაელის აგრესიის წარუმატებლობისა და ე.იდენის გადადგომის შემდეგ პრემიერ-მინისტრი (1957-1963). 1964 წელს, ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. სათავეში ჩაუდგა მსხვილ საგამომცემლო ფირმას.

ლიტერატურა[რედაქტირება]