ტოლმა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტოლმის მომზადება ბერძნულად

ტოლმა (თურქ. dolma; ბერძ. ντολμαδες; სპარსულად Dolme (دلمه); სომხ. tolma (տոլմա); რუმინ. sarma) თურქული წარმოშობის კერძად ითვლება, თუმცა ის მრავალი მეზობელი ქვეყნის სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. სიტყვა "დოლმა" თურქულად ნიშნავს "რაიმე დატენილს". ძირითადად ვაზის ფოთლებში გახვეული ბრინჯის, ხახვის, გატარებული ხორცისა და სხვა ინგრედიენტთა ნარევია. პოპულარული წასახემსებელი კერძია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებში. ითვლება, რომ კერძი თანამედროვე აღმოსავლეთ თურქეთიდანაა წარმოშობით და შემდეგ გავრცელდა ოსმალეთის იმპერიის სივრცეზე.

თურქეთსა და სომხეთში ტოლმას უწოდებენ ნებისმიერ შეჭამადს, რომელიც კომბოსტოს, ყურძნის ფოთლებში, ბადრიჯანში, ან ბულგარულ წიწაკაშია გახვეული.

ტრადიციული ტოლმა ვაზის ფოთლებში გახვეული ცხვრის ხორცისა და ბრინჯის ნაზავია (სომხ. თფოვ ტოლმა - թփով տոլմա), ან იგივე კომბოსტოს ფურცლებში (კაღამბი ტოლმა - կաղամբի տոլմա). ხორცისა და ბრინჯის გარდა ტოლმას ამატებენ კორიანდრს, ქინძს, ნიახურს, პიტნას, ცხარე პილპილს და დამდნარ კარაქს. სუფრასთან როგორც წესი არაჟანთან მიართმევენ.

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტოლმა&oldid=2716184“-დან