არაჟანი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არაჟნის ბუტერბროდი

არაჟანი რძის პროდუქტია. იგი რძის ნაღების ”შედედების”, უფრო სწორად კი რძემჟავური დუღილის შედეგად მიიღება და ცხიმის მაღალი შემცველობით გამოირჩევა. ამ სახით გავრცელებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მსგავსია დასავლეთ ევროპული კრემ-ფრეშის (ფრანგ. crème fraîche, 28%), მაგრამ გაცილებით მსუყე და სქელია 36%-ზე მეტი ცხიმის შემცველობით და უფრო მჟავეა გემოთი. არ იჭრება ცხელ კერძში დამატებისას.