ნიახური

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიახური
Illustration Apium graveolens0.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ქოლგოსანნი
გვარი: ნიახური
ლათინური სახელი
Apium

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ნიახური (Apium), ერთ-, ორ- და მრავალწლოვან მცენარის გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. თითქმის ყველგანაა გავრცელებული. ცნობილი 20-მდე სახეობა. მოჰყავთ კულტურული ნიახური Apium graveolens, რომელიც ორწლოვანი (იშვიათად ერთწლოვანი) სანელებელი ბოსტნეულია. ცნობილია ნიახურის 3 სახესხვაობა: ძირხვნიანი, ყუნწიანი და ფოთლიანი. ეს უკანასკნელი ფართოდაა გავრცელებული საქართველოში. ნიახური შეიცავს ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, ეთერზეთებს. ნედლ და გამხმარ ნიახურს იყენებენ კულინარიაში და საკონსერვო მრეწველობაში. თესენ გვიან შემოდგომით, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • რობაქიძე თ., ქსე, ტ. 7, გვ. 407, თბ., 1984