იბაგე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
იბაგე
Ibagué
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
დეპარტამენტი ტოლიმა
კოორდინატები 4°26′ ჩ. გ. 75°14′ დ. გ. / 4.433° ჩ. გ. 75.233° დ. გ. / 4.433; -75.233
მერი ლუის ერნანდო როდრიგეს რამირესი
ფართობი 1.498 კმ²
სიმაღლე 1 285
მოსახლეობა 650 000 კაცი (2005)
დროის სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი +57 8
საფოსტო ინდექსი 730001-730019
ოფიციალური საიტი ბმული

იბაგე მდებარეობა კოლუმბია

Red pog.svg

იბაგე (ესპ. Ibagué) — ქალაქი კოლუმბიაში, ტოლიმის დეპარტამენტის დედაქალაქი, კოლუმბიის მუსიკალური დედაქალაქი.[1] მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, კოლუმბიის ანდების ვულკან ნევადო-დე-ტოლიმის სიახლოვეს. მოსახლეობა 650 000 ადამიანს შეადგენს და ამ მხრივ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია.[2] იგი 1550 წლის 14 ოქტომბერს ესპანელმა კაპიტანმა ანდრეს ლოპეს დე გალარსამ დააარსა. როგორც ტოლიმის დეპარტამენტის დედაქალაქში, იბაგეში განთავსებულია ადგილობრივი მმართველი ორგანოები.

იბაგეს ეკონომიკა ერთ-ერთი უდიდესია მთელ კოლუმბიაში და დაგეგმილია ასევე ერთ-ერთი უდიდესი გახდეს მთელ ამერიკის კონტინენტზე,[3] რაც განპირობებულია განვითარების უდიდესი პოტენციალით. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში, იბაგე მეორე ადგილზეა კოლუმბიაში, მანისალესის შემდეგ.

იბაგეს ხშირად „კოლუმბიისა და ამერიკის მუსიკალურ დედაქალაქს“ უწოდებენ, რაც ძირითადად ტოლიმის კონსერვატორიის დამსახურებაა.[4] ქალაქში იმართება მრავალი მუსიკალური ფესტივალი.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=იბაგე&oldid=2518761“-დან