ტექტონოფიზიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტექტონოფიზიკატექტონიკის დარგი, რომელიც შეისწავლის დედამიწის ქერქის დეფორმაციული სტრუქტურული ელემენტების (ნაოჭები, რღვევები) წარმოქმნის ფიზიკურ კანონზომიერებებს მყარი სხეულის ფიზიკური, გეოლოგიური, ჰიდროდინამიკური და სხვ. მონაცმების საფუძველზე. ტექტონოფიზიკის კვლევის მეთოდები ემყარება, ერთი მხრით, გეოლოგიურ წარსულში არსებულ ტექტონიკურ დაძაბულობათა ველების აღდგენას სტრუქტურული გეოლოგიური მონაცემების საფუძველზე (სტრუქტურული ანალიზი), მეორე მხრით, ტექტონიკური სტრუქტურების ლაბორატირიულ მოდელირებას ბუნებრივ ქანებზე ან ეკვივალენტურ მასალებზე (სილიკონი, თიხა, ბიტუმი, ვაზელინი, ჟელატინი და სხვ.) ფიზიკური მსგავსების პრინციპის მიხედვით.

ტექტონოფიზიკის პრობლემებს არკვევს სხვადასხვა აკადემიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და უნივერისტეტი. გამოდიოდა პერიოდული ჟურნალები, რომელიც ეძღვნებოდა ტექტონოფიზიკის საკითხებს. ნიდერლანდებში გამოდიოდა საერთაშორისო ჟურნალი „ტექტონოფიზიკა“ (1964). ტერმინი „ტექტონოფიზიკა“ მეცნიერებაში დამკვიდრეს საბჭოთა გეოლოგებმა ვლადიმერ ბელოუსოვმა და მიხეილ გზოვსკიმ 1954 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]