ვლადიმერ ბელოუსოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვლადიმერ ბელოუსოვი

დაბადების თარიღი 17 ოქტომბერი/30 ოქტომბერი 1907
დაბადების ადგილი მოსკოვი, რუსეთი
გარდაცვალების თარიღი 25 დეკემბერი 1990
სამეცნიერო სფერო გეოლოგია, გეოფიზიკა
ჯილდოები და პრემიები 3 ორდენი, ასევე მედლები და სხვ.

ვლადიმერ ვლადიმერის ძე ბელოუსოვი (რუს. Белоусов, Владимир Владимирович; დ. 17 ოქტომბერი/30 ოქტომბერი 1907, მოსკოვი — გ. 25 დეკემბერი 1990) — რუსი გეოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1953). სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოდინამიკის ინსტიტუტის თავმჯდომარე (1944 წლიდან). მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მოსკოვის გეოლოგიურ-საძიებო ინსტიტუტის პროფესორი (1943 წლიდან). საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის ინიციატორი — „ზედა მანტიის პროექტი“ და მისი კომიტეტის წარმომადგენელი (1960 წლიდან).

ბელოუსოვის ძირითადი შრომები ეძღვნება ტექტონიკის, ტექტონოფიზიკისა და გეოფიზიკის ზოგად საკითხებს. დედამიწის ქერქის რხევითი მოძრაობების ისტორიის შესწავლისათვის შეიმუშავა კვლევის ახალი მეთოდები და გამოიყენა იგი კავკასიისა და რუსეთის ბაქნის გეოლოგიური ისტორიის უკეთ გასაცნობად. ბელოუსოვის მიერ არის გამოყოფილი დანაოჭების რამდენიმე ტიპი და აგრეთვე შემუშავებული აქვს დედამიწის ქერქის განვითარების კონცეფცია.

ბელოუსოვი როგორც ფიქსიზმის მიმდევარი, იყო „ახალი გლობალური ტექტონიკის“ პრინციპიალური მოწინააღმდეგე, ე.ი. იგი ემხრობოდა დედამიწის ზედაპირზე კონტინენტების მდებარეობის უცვლელობისა და დედამიწის ქერქის განვითარებაში ვერტიკალურ ტექტონიკურ მოძრაობათა უპირატესობის დებულებებს. 1963 წელს ბელოუსოვმა მეცნიერებაში შემოიტანა ტერმინი „გეონომია“.

გამოჩენილი გეოლოგის ვიქტორ ხაინის თქმით ვლადიმერ ბელოუსოვი იყო XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეცნიერ გეოლოგი.

დაჯილდოებულია 3 ორდენით, ასევე მედლებით.

თხზულებები[რედაქტირება]

  • Очерки геохимии природных газов, Л., 1937;
  • Большой Кавказ, ч. 1—3, Л. —М., 1938—40;
  • Общая геотектоника, М. —Л., 1948;
  • Основные вопросы геотектоники, 2 изд., М., 1962;
  • Структурная геология, М., 1961;
  • Земная кора и верхняя мантия океана, М., 1968.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]